LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის ბრაუნმა რიანას ფოტოზე დააკომენტარა (ფოტო)

6634342-0-image-a-26_1543197372143

ამ დღეებში, ქსელში რიანას ინტიმური ფოტოები გავრცელდა, რომლებიც ბარბადოსელმა ლამაზმანმა საკუთარი თეთრეულის ხაზის, Savage x Fenty რეკლამისთვის გადაიღო. საინტერესოა, რომ 30 წლის მომღერალმა, ბრენდის ,,შავი პარასკევისთვის”, წელს ზევით შიშველმა იპოზიორა.

როგორც ჩანს, რიანას სექსუალურობამ თვალი არა მხოლოდ ინტერნეტმომხმარებლებს, არამედ მის ყოფილ ბოიფრენდს, კრის ბრაუნსაც მოსწყვიტა.

ამერიკელმა შემსრულებელმა, რომელსაც რიანა სკანდალურად დაშორდა, ყოფილი შეყვარებულის პოსტზე, ფართოდ გახელილი თვალების ემოჯი დააკომენტარა.

აღსანიშნავია, რომ ხმაურიანი დაშორების მიუხედავად, რეპერი რიანათი კვლავ დაინტერესებულია და არ არის გამორიცხული ძველი სიყვარული კვლავ გულში ჰყავდეს.

შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ,,გრემის” დაჯილდოების ცერემონიალამდე რამდენიმე საათით წინ, რეპერმა მეგობარ გოგონას სასტიკად სცემა. მაშინ სკანდალს სასამართლო პროცესი მოჰყვა. ბრაუნს რიანასთან მიახლოება აეკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები