8 წლიანი თანაცხოვრება, კრის ჰემსვორტისა და ელზა პატაკისთვის იმდენად იდეალური აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავური წყვილი დღემდე ჰოლივუდის ერთ-ერთ საუკეთესო ოჯახად ითვლება.
პირველი წარმატებული ქორწინებიდან, 35 წლის ავსტრალიელი და 42 წლის ესპანელი მსახიობები ერთად სამ შვილს ზრდიან, თუმცა როგორც ჩანს განსატვირთად თავისუფალ დროს მარტივად პოულობენ.
საქმე ისაა, რომ ამ დღეებში, ”თორი” მეუღლესთან ერთად ჩვეულ სიტუაციაში გადაიღეს. ლიამის ძმის თაყვანისმცემლებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ ”შურისმაძიებელი” სერფინგის დიდი მოყვარულია, რის გამოც პაპარაცები მას ხშირ შემთხვევაში ოკეანის სანაპიროზე იღებენ.
ქსელში გავრცელებული ფოტოებით ცნობილი გახდა, რომ კრისი ელზას ზვირთებზე სრიალს ასწავლის. უნდა აღინიშნოს, რომ 7 წლის ქალიშვილისა და 5 წლის ტყუპი ვაჟების დედას გამოცდილი ქმრის ხელშეწყობით წყლის სპორტის ამ სახეობას არაჩვეულებრივად ერგება.
შეგახსენებთ, რომ კრის ჰემსვორტმა და ელზა პატაკიმ 2010 წლის დეკემბერში იქორწინეს. 2015 წელს, მათ ბავშვებთან ერთად საცხოვრებლად ლოს-ანჯელესს კრისის სამშობლო, ავსტრალია, კერძოდ კი ბაირონ ბეი ამჯობინეს.