ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, საუბრობდნენ, რომ კრის მარტინი და დაკოტა ჯონსონი ქორწილისთვის ემზადებოდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ჭორი ჭორად დარჩა.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავური წყვილი პირადი ცხოვრების დეტალებს დღემდე არ ასაჯაროვებს.
ამასთან, ისინი არც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ჩნდებიან ერთად, თუმცა ამ დღეებში პაპარაცებს, რომლებიც მალიბუში იმყოფებოდნენ, ნამდვილად გაუმართლათ.
ქსელში, 42 წლის მუსიკოსისა და 29 წლის მსახიობის ახალი ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც ისინი სეირნობისას, ფეხშიშველი არიან აღბეჭდილი.
შეგახსენებთ, რომ კრის მარტინისა და დაკოტა ჯონსონის რომანის შესახებ 2017 წლის ნოემბრიდან საუბრობენ. ინსაიდერის ინფორმაციით, მათ შორის სრული იდილია სუფევს, თუმცა ამ დრომდე Coldplay-ის ვოკალისტი ამერიკელი ლამაზმანის დანიშვნას არ ჩქარობს. მიზეზი, როგორც კულუარებში საუბრობენ, ინგლისელი შემსრულებლის შვილებია, რომლებმაც მამისა და დედის, გვინეტ პელტროუს განქორწინება მძიმედ გადაიტანეს.