კრიშტიანო რონალდოსა და ჯორჯინა როდრიგესის რომანი ახალ ეტაპზე გადავიდა: ფეხბურთელი და მოდელი დანიშნულები არიან. ასეთი დასკვნა ჟურნალისტებმა ლისაბონში გამართული მატჩის შემდეგ გამოიტანეს, რომელსაც წყვილი ერთად ესწრებოდა. კერძოდ კი, ფოტოგრაფებმა როდრიგესის თითზე ნიშნობის ბეჭედი დააფიქსირეს.
ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში წყვილს ქალიშვილი შეეძინება. მას გარდა კი რონალდოს სამი შვილი ჰყავს.
იმ შემთხვევაში თუ ეს სიმართლეა, ორივე მათგანისთვის ეს პირველი ქორწინება იქნება. ჯორჯინამდე კრიშტიანოს წლების მანძილზე რომანი მოდელ ირინა შეიკთან ჰქონდა, თუმცა ურთიერთობა მათ არ დაუკანონებიათ.