LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდომ 65 წლის დედას „მერსედესი“ აჩუქა

432
safe-image

„იუვენტუსის“ ვარსკვლავს კრიშტიანო რონალდოს დედასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, დედამ მის პირად ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა იქონია.

სულ ცოტა ხნის წინ, პორტუგალიაში „დედის დღე“ აღნიშნეს. 4 შვილის დედამ სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, რომ კრიშტიანომ მას მანქანა, უახლესი მოდელის „მერსედესი“ აჩუქა.

„დიდი მადლობა ჩემს შვილებს, რომლებმაც უამრავი საჩუქარი გამიკეთეს, მე გამიმართლა, რომ ისინი მყავს, ბედნიერი დღე ყველა დედას“, – ასე გაუზიარა სიხარული 2,2 მილიონ გამომწერს მარია დოლორესმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები