მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი, 32 წლის კრიშტიანო რონალდო მრავალშვილიანი მამაა. ის სამ შვილს ზრდის და აგერ ახლა მეოთხეც შეეძინა: შვიდი წლის კრიშტიანო უმცროსი ტყუპები, ევასა და მეთიუ სუროგატმა დედამ გააჩინა. მეოთხე კი სუპერვარსკვლავს საყვარელმა ქალმა ჯორჯიანა როდრიგესმა აჩუქა.
კრიშტიანოს უფროსი ვაჟი მამის ასლია. ის შვიდი წლის ასაკში მამას ბიზნესში ეხმარება. ბიჭუნა არა მხოლოდ მოდელია, არამედ მამის ბრენდის CR7-ის დიზაინერიც არის. უმცროსმა კრიშტიანო მონაწილეობა მიიღო ჯინსის ხაზის Junior-ის შექმნაში და მის სარეკლამო კამპანიაში.
ვიდეო ძალიან ემოციური გამოვიდა, თაყვანისმცემლებმა უკვე აღნიშნეს მამა-შვილის ფენომენალური მსგავსება.
CR7-ის ახალი ხაზი ჯინსებს, პერანგებს, შორტებსა და ქურთუკებს აერთიანებს. ამ მომენტისთვის, ფეხბურთელის ბრენდში უკვე შედის თეთრეულის ხაზი.
https://www.youtube.com/watch?v=igmrZ0fJBvM