„იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ და მისმა სამოქალაქო ცოლმა ჯორჯინა როდრიგესმა მადრიდში თმის ტრანსპლანტაციის კლინიკა გახსნეს – Insparya Hair Company.
„ეს უნიკალური პროექტია და ჩვენ გვჯერა, რომ ის წარმატებული იქნება. ამაზე უფრო ბედნიერი ვერ ვიქნებოდი“, – დაწერა 34 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამზე.
კლინიკის სპეციალისტები ხალხს თმებს ინოვაციური თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩაუნერგავენ.
სამომავლოდ კლინიკის ქსელის გაფართოება იგეგმება.