გუშინ ღამით ინტერნეტში პაბლო ლარიანის მიერ გადაღებული ახალი ფილმის ვრცელი თრეილერი გავრცელდა. „სპენსერი“, ასე ჰქვია ახალ კინოსურათს, რომელიც პრინცესა დაიანას ცხოვრებაზე გვიყვება და სადაც მთავარ როლს კრისტენ სტიუარტი ასრულებს. ფილმში მოვლენები 1991 წლით თარიღდება, როცა სამეფო ოჯახი საშობაო არდადეგებზე სანდრინგემში ჩადის. სწორედ აქ იღებს დაიანა გადაწყვეტილებას განქორწინების თაობაზე.
როგორც ამბობენ, კრისტენ სტიუარტს ამ როლისთვის მოსამზადებლად თვეები დასჭირდა. ახალი თრეილერიდან ჩანს, რომ „სპენსერი“ საკმაოდ შთამბეჭდავი დრამა იქნება, სადაც სტიუარტი განუმეორებელია. ფილმი ,,ვენეციის კინოფესტივალზე” უკვე აჩვენეს, წელს კინოსურათი „ოსკარის“ მთავარი პრეტენდენტი იქნება.