LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტიან ბეილმა და სიბი ბლეიზიკმა ქორწინების 19 წლისთავი აღნიშნეს (ფოტო)

9296386-0-image-a-20_1549069046507

კრისტიან ბეილი მეუღლესთან, სიბი ბლეიზიკთან ერთად, პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. ვარსკვლავური წყვილი, რომელიც იშვიათად ჩნდება საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, ბევერლი-ჰილზზე დააფიქსირეს.

45 წლის ვარსკვლავი 48 წლის რჩეულის კამპანიაში, ხელჩაკიდებული გადაიღეს. საინტერესოა, რომ ისინი თითქმის ყველა ღონისძიებაზე, რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ესწრებიან, ერთმანეთის მიმართ გრძნობებს არასდროს მალავენ.

აღსანიშნავია, რომ 29 იანვარს ბრიტანელმა მსახიობმა და ყოფილმა ამერიკელმა მოდელმა ქორწინების 19 წლისთავი აღნიშნეს, უკვე მომდევნო დღეს კი ბეილმა 45 წლის იუბილე იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ბეილს სიბი ბლეიზიკი ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა და კოლეგამ, უაინონა რაიდერმა გააცნო.  ისინი 14 წლის ქალიშვილსა და 5 წლის ვაჟს ზრდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები