კრისტიანო რონალდო მსოფლიოს ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია, რომელსაც არაერთი რეკორდი ეკუთვნის. პორტუგალიელის ანგარიშზეა ისეთი რეკორდებიც, რომელთა მოხსნაც ნებისმიერი ფეხბურთელისათვის ძალიან ძნელი იქნება. გადავავლოთ თვალი მის ყველაზე გამორჩეულ მიღწევებს:
1. 50-ზე მეტი გოლი ზედიზედ ექვს სეზონში
2010-16 წლებში რონალდო ერთმანეთზე უკეთეს სეზონებს ატარებდა „რეალის“ რიგებში, რასაცც მის მიერ გატანილი გოლების სტატისტიკაც მოწმობს. ზედიზედ 6 სეზონის განმავლობაში პორტუგალიელს 50-ზე მეტი გოლი გაჰქონდა, რაც ფენომენალური შედეგია.
სეზონი 2010/11 – 53 გოლი
სეზონი 2011/12 – 60 გოლი
სეზონი 2012/13 – 55 გოლი
სეზონი 2013/14 – 51 გოლი
სეზონი 2014/15 – 61 გოლი
სეზონი 2015/16 – 51 გოლი
2. ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
რონალდოს „ჩემპიონთა ლიგა“ 5-ჯერ აქვს მოგებული, ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით კი აბსოლუტური რეკორდსმენია. პორტუგალიელს 128 გოლი აქვს გატანილი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს რონალდოს მარადიული მეტოქე, ლეო მესია 114 გოლით.
3. 150 გოლი „ლა ლიგაში“ ყველაზე მოკლე დროში
რონალდოს ამ რეკორდს ლეო მესი ნამდვილად ვერ დაამხობს. პორტუგალიელს „ლა ლიგაში“ 150 გოლის გასატანად მხოლოდ 140 მატჩი დასჭირდა. ასე სწრაფად ეს არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია. საერთო ჯამში „ლა ლიგაში“ 150 და მეტი გოლი მხოლოდ 20 ფეხბურთელს აქვს გატანილი.
4. 3 ტოპ-ჩემპიონატის გამარჯვებული
ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის პირველივე წელს კრისტიანომ იტალიის ჩემპიონობა იზეიმა. თუმცა მისი პირველი „სკუდეტო“ სხვა მხრივაც იყო გამორჩეული – მისი მოგების შემდეგ პორტუგალიელი გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისის, ესპანეთის და იტალიის ჩემპიონატი აქვს მოგებული.
5. 60 გოლი ზედიზედ 4 სეზონში
2011- 14 წლებში რონალდო კარიერის ზენიტში იმყოფებოდა. 4 წლის განმავლობაში ზედიზედ პორტუგალიელმა 60 და მეტი გოლის გატანა შეძლო. შედარებისთვის გეტყვით, რომ გოლების ისეთ მანქანას, როგორიც ლეო მესია, ასეთი მხოლოდ 2 სეზონი ჰქონდა კარიერაში.