კრისტინა აგილერამ 6 წლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გულშემატკივრები ახალი ალბომით Liberation გაახარა. ცოტა ხნის წინ კი რამდენიმე სიმღერის ვიდეოკლიპიც გავრცელდა, რომელიც ალბომშია შესული.
ამჯერად გრემის მფლობელი მომღერალი MTV-ის მუსიკალური შოუს მონაწილე გახდა და პირველი კონცერტი მეტროში გამართა. მან ნიუ-იორკის მეტროში რამდენიმე კომპოზიცია ცოცხლად შეასრულა, მათ შორის დუეტი ცნობილ ტელეწამყვან, ჯიმი ფელონთან ერთად.
ჯინსებსა და შლაპაში გამოწყობილმა მომღერალმა მინი-კონცერტი არეტა ფრანკლინის ლეგენდარული ჰიტით Freedom გახსნა. მალევე მან რეპერტუარიდან თავისი ცნობილი ჰიტები უამრავი ადამიანის აპლოდისმენტების თანხლებით შეასრულა. კრისტინა აგილერა არაა პირველი მუსიკოსი, ვინც ნიუ-იორკის მეტროში იმღერა. რამდენიმე წლის წინ მეტროში მინი-კონცერტი U2-მ გამართა, ერთი წლის წინ კი მაილი საირუსმა.