კრისტინა აგილერამ მადონას მშფოთვარე ახალგაზრდობა გაიხსენა და ლეგენდარული კოლეგის ის იმიჯი მოირგო, რომლითაც 60 წლის მუსიკოსი 1985 წლის ფილმში ,,სიუზენის უიმედო ძებნა” გამოჩნდა.
,,80-იანების განწყობა” – ასე აღწერს ამერიკელი მომღერალი ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ ფოტოებს, რომელზეც ის შავი კორსეტითა და ბაიკერის ქურთუკითაა აღბეჭდილი.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავები აქამდეც გარდასახულან იმ არტისტებად, რომელთაც მათზე კარიერის დასაწყისში დიდი გავლენა მოახდინეს, თუმცა ეს ბევრს ისე არ გამოსვლია, როგორც იქს თინას.
ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ 38 წლის შემსრულებელს მარტივად შეუძლია გარშემომყოფების გაკვირვება. ცოტა ხნის წინ, კრისტინამ სურვილი გამოთქვა, რომ სიამოვნებით ჩაწერდა დუეტს მისი ცხოვრების მთავარ კონკურენტთან, ბრიტნი სპირსთან. ის დარწმუნებულია, რომ მათი კოლაბორაცია ნამდვილი ჰიტი იქნებოდა.