პირველად, 10 წლის შემდეგ, კრისტინა აგილერამ საკონცერტო ტურნე დააანონსა. უკვე ცნობილია, რომ ტურნე ალბომის „Liberation“ მხარდასაჭერად გაიმართება. პირველი კონცერტი 25 სექტემბერს ჰოლივუდში არის დაგეგმილი.
სულ აგილერა ჩრდილოეთ ამერიკის 20 მოედანზე 22 შოუს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ალბომიდან პირველი სინგლი „Accelerate“ რეპერ 2Chainz-თან ერთად შეიქმნა. მისი პროდიუსერი კი კანიე უესტი გახდა. კიდევ ერთი თრექის ჩაწერაში დემი ლოვატო მონაწილეობდა.