“კრიზისის განსამუხტად ხელისუფლების მხრიდან საჭიროა მინიმალური გონივრული ნაბიჯები”, – ამის შესახებ განცხადებას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აკეთებს. მისივე თქმით, დემოკრატიული ოპოზიცია მოწადინებულია, რომ ვითარება განიმუხტოს იმ ნაბიჯებით, რომლებიც შარლ მიშელის მონაწილეობით შედგენილ 6 პუნქტში არის გაწერილი.
„თავისუფალი სამყარო მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას, რისი განუყოფელი ნაწილიც არის დემოკრატია, რომელიც დიდ საფრთხეშია დღეს ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო. აქედან გამომდინარე, მთელი ქვეყნის სუვერენიტეტია საფრთხის ქვეშ და ყველა ეს მოწოდება სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ინტენსივობით არის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი საზოგადოების. ყველა ჩვენი კომუნიკაციით ქვეყნის გარეთ, ვცდილობთ, ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ იმაზე რაზეც პრეზიდენტი მიშელის აქ ყოფნისას დათანხმდა პრემიერი ღარიბაშვილი და მერე, სამწუხაროდ, გადათქვა, გაყვეს ამ ყველაზე გონივრულ გზას ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.