LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუბამ და ბელარუსმა სირიაზე მიტანილი ავიადარტყმა დაგმეს

117

კუბამ და ბელარუსმა აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ სირიაზე მიტანილი ავიადარტყმა დაგმეს. „სირიაზე მიტანილი იერიში წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს წაბილწვას და ამწვავებს კონფლიქტს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მთელ რეგიონში“, – ნათქვამია კუბას მთავრობის განცხადებაში.

რაც შეეხება ბელარუსს, ოფიციალურმა მინსკმა სირიაზე მიტანილი იერიში დაგმო და ქვეყნებს მშვიდობიანი დარეგულირების გზების ძიებისკენ მოუწოდა.

„სირიაში შექმნილი სიტუაცია, ფაქტობრივად, სახელმწიფოთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა, რომელსაც შესაძლოა არაკონტროლირებადი ესკალაცია მოჰყვეს“, – განაცხადეს ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g