LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუბილიუსი: ძალიან დიდი შეცდომა იყო 2008 წელს, რომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიეცა

62
კუბილიუსი

ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც საქართველოს NATO-ში წევრობისთვის სამოქმედო გეგმა არ მისცეს. ამის შესახებ კუბილიუსმა “ფორმულას” ეთერში.

“ჩვენ ახლა შეგვიძლია კიდევ უფრო მყარად განვაცხადოთ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა დასავლეთის 2008 წელს, რომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არ მიეცა NATO-ში წევრობისთვის, საქართველოს და უკრაინას არ მიენიჭა ეს გეგმა. ეს იყო ის, რომ კრემლმა გაიგო, რომ რაც სურს იმას გააკეთებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და უკრაინა და იმპერიული, კოლონიური ომი რომელიც დაიწყო 2008 წელს საქართველოში, იყო ნათელი სიგნალი, რა მოხდებოდა, რა ხდებოდა, შემდეგ ამას მოჰყვა ყირიმის ოკუპაცია და შემდეგ ვიხილეთ აგრესიული ომი უკრაინაში. ეს დაიწყო საქართველოდან და გრძელდება დღემდე და იმედი მაქვს, რომ დასავლეთის სამყარომ გაცილებით უკეთესად გაიგო ქართველი ხალხის ტანჯვა, უკრაინელების ტანჯვა, რატომ იტანჯებოდა ეს ხალხი და რატომ იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომ რეაგირება არ მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს რუსეთის იმპერიული ძალების მიერ ძალიან ნათელი და პირდაპირი გზით, იმიტომ რომ იყო ძალისხმევა პუტინთან დიალოგის, საქართველოს ომის შემდეგ, ეს იყო ძალიან დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა დასავლეთისა”, – ამბობს კუბილიუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g