LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კულას“ პროდუქცია ნატურალურია – გერმანიაში დამტკიცდა, რომ მასში არასაკვები საღებავი არ არის

643
file-257674-2019-10-28-10-58-32-883146

კომპანია „კულას“ პროდუქცია აბსოლუტურად ნატურალურია და არ შეიცავს არანაირ არასაკვებ საღებავებს. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც გერმანიაში „კულას“ დაკვეთით ჩატარდა. მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის აგვისტოში ვებგვერდზე momxmarebeli.ge გავრცელდა ინფორმაცია, რომ სურსათის 6 ნიმუშში (მათ შორის „კულას“ საწებელში) არასაკვები დანიშნულების საღებავები აღმოჩნდა, „კულამ“ კვლევისთვის ევროპის რამდენიმე მსხვილ ლაბორატორიას მიმართა.

ამ კვლევების საფუძველზე, კომპანია უარყოფს ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, „კულას“ წარმოებულ ერთ–ერთ პროდუქტში, კერძოდ, წითელი ტყემლის საწებელში, არასაკვები საღებავი აღმოჩნდა.

„ჩვენ არ დავეთანხმეთ მედიაში გასული წლის აგვისტოში გავრცელებულ ინფორმაციას და დავიწყეთ ჩვენი პროდუქტის კვლევა. პარალელურად საწარმოში შემოვიდა სურსათის უვნებლობის სამსახური.

ჩვენ მივიღეთ დასკვნა გერმანიის EUROFINS ლაბორატორიიდან, სადაც მითითებულია, რომ არ აღმოჩნდა პროდუქტში არანაირი საღებავი. აღნიშნული დასკვნების და სურსათის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის საუძველზე, ჩვენ მოვითხოვეთ რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს გაეცა მითითება, თუ რა გავუკეთოთ ამოღებულ და მათ მიერ დალუქულ ტყემალს. ვინაიდან, პროდუქტში არ აღმოჩნდა არანაირი საღებავი, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვცა წერილი, სადაც დაგვრთო ნება აღნიშნული პროდუქტის რეალიზებაზე“, – აცხადებენ „კულაში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g