LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულება: ველოდებით, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი იპოვის გზას, დაარწმუნოს ვლადიმერ პუტინი, დაუბრუნდეს მარცვლეულის ინიციატივას

135
დმიტრო კულება

ველოდებით, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი იპოვის გზას, დაარწმუნოს ვლადიმერ პუტინი, დაუბრუნდეს მარცვლეულის ინიციატივას, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს.

„მე მჯერა, რომ ჯიდაში გამართული შეხვედრა იყო გარღვევა, რადგან პირველად შევკრიბეთ ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენენ მთელ მსოფლიოს, არა მარტო ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას, არამედ მთელ მსოფლიოს.

ჩვენ ველოდებით, რომ პრეზიდენტი ერდოღანი იპოვის გზას, დაარწმუნოს პრეზიდენტი პუტინი, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მოლოდინისთვის. ვფიქრობ, გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ალბათ ერთადერთი ადამიანია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დაარწმუნოს პრეზიდენტი პუტინი, დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას“, – აღნიშნა კულებამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები