დღეს ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილია. წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა, რის შემდეგაც ულამაზესად გაფორმებულ დარბაზში გადაინაცვლეს.
ცეცხლოვანი ცეკვების, სიმღერებისა და ულამაზესი შოუს შემდეგ, ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ გრანდიოზული ტორტიც გაჭრეს. სწორედ ეს მომენტი იყო ქორწილის კულმინაცია.
წყვილმა უამრავი ცნობილი სახე დაპატიჟა და ქორწილში ნამდვილი ვარსკვლავთცვენაა.
სტუმრებს შორისაა, მომღერალი ანდრია გველესიანი მეუღლესთან ერთად, სალომე ბაკურაძე, პავლე მგელაძე, ჯულიანა ბარ-გნარი, ოთო ფოლადაშვილი, მომღერალი და მსახიობი გიორგი გილიგაშვილი, რომელიც ირაკლი მაქაცარიას მეჯვარეა. ასევე, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე მეუღლესთან, ჯანეტ ქერდიყოშვილთან ერთად.
ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ ჯვარი დაიწერეს: კადრები ცერემონიიდან
ვიდეო: გიორგი გილიგაშვილი ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილიდან შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს
ფოტო, ვიდეო: ლიზა ჩიჩუა ულამაზესი საქორწილო კაბის გრძელი ფატით პოზირებს
ფოტო, ვიდეო: ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოესთან ერთად – წყვილი ქორწილიდან ახალ კადრებს გვიზიარებს