საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ახლად დანიშნულ ელჩს დურსუნ ჰასანოვს უმასპინძლეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრისას მხარეებმა, ქვეყნებს შორის, კულტურის სფეროს მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმების შესახებ ისაუბრეს.
ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანის მრავალწლიან მეგობრობას და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გასაღრმავებლად, კულტურა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.