გადადგეს თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობიდან, – ამ მოთხოვნით კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება.
შეკრებილები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და ხელოვნების მუზეუმში განხორციელებულ რეორგანიზაციას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სამინისტროს პოლიტიკა მიუღებელია.
აქციაზე იმყოფებიან “ლელოსა” და “დროას” წარმომადგენლებიც.
ამასთან უკვე მზად არის პეტიცია; ხელმომწერები წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით მთავრობასაც მიმართავენ.
ცნობისთვის, დღეს კულტურის მინისტრი იუბილარია.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროსთან გამართულ აქციას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხიდან გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რომ შეეძლოს აქციის მონაწილეებს შეუერთდებოდა.
კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
