საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. დოკუმენტის საბოლოო ვერსიის დამტკიცებამდე, სამინისტრო გეგმავს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან.
2 თებერვალს, ამ საკითხთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში გაიმართა ბრიფინგი, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა.
შეხვედრების მეორე ეტაპი თებერვალშია დაგეგმილი და 11 რეგიონულ, 10 დარგობრივ და 4 თავისუფალი დასწრების ფორმატის შეხვედრას გულისხმობს.