LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კუმ ფეხი გამოყო” – გოცირიძე გახარიას განცხადებაზე

215
1

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი რომან გოცირიძე აფასებს გიორგი გახარიას განცხადებას, რომელიც მან ყოფილი პრეზიდენტის გლდანის დაწესებულებაში გადაყვანისა და შესახლების კადრებზე გაავრცელა. 

როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ!: გიორგი გახარია

გოცირიძე ამბობს, რომ გამოხმაურება ისე გამოვიდა, როგორც “კუმ ფეხი გამოყოო”:

“ეს გზავნილი დაახლოებით ასე გამოვიდა – “კუმ ფეხი გამოყოო”. რა დროს გზავნილია, აგერ, 43 დღეა კაცი შიმშილობს.” – განაცხადა მან.

მან ხელისუფლების ქმედებებს არაადამიანური და დამამცირებელი უწოდა და აღნიშნა, რომ უცხოელების თვალში ეს წარმოუდგენელი ფაქტია და შესაძლებელია, ეს სანქციებამდეც მივიდეს:

“სააკაშვილის გათავისუფლებისა და მისი პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საქმეში ჩაერთვება მთელი მსოფლიო და არა მხოლოდ უკრაინა, თუმცა, უკრაინას ექნება მნიშვნელოვანი როლი.

ეს არის მხოლოდ დასაწყისი და ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხელისუფლების ყველა ქმედება, რაც ჩვენ ვნახეთ, არის არაადამიანური, დამამცირებელი, დამაკნინებელი და ღირსების შემლახველი. გუშინ ამ კადრების გამოქვეყნება არანაირ გონივრულ ლოგიკაში არ ჯდება.

“ქართული ოცნების” მომხრეებმაც სერიოზული პროტესტი გამოთქვეს, რა მიზანი ჰქონდა ამას? უგუნური ადამიანების მიზნის ახსნა შეუძლებელი ხდება. უცხოელების თვალში ეს წარმოუდგენელი რამ არის, რასაც მოჰყვება რეაგირება და შესაძლებელია ეს მივიდეს სანქციებამდე, ეს თემა უკვე გაჟღერდა ფინანსურ სანქციებზე.” – თქვა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ პენიტენციურმა სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაყვანისა და გლდანის დაწესებულებაში შესახლების კადრები გააასაჯაროვა.

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ კი ამ მოვლენების შემდეგ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა: “როცა შენს “მტერს” ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული – საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g