LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კურიერები ვითხოვთ კუთვნილს” – “ბოლტ ფუდის” აქციას “გლოვოს” და “ვოლტის” კურიერებიც შეუერთდნენ

234
კურიერები

საპროტესტო აქცია სპორტის სასახლესთან, – “ბოლტ ფუდის” კურიერები სამუშაო პიროების გაუარესებას აპროტესტებენ.

დაბალი ტარიფები და საბონუსე სისტემის გაუარესება ეს არის პროტესტის თემა, რომელშიც “ბოლტის” კურიერებს სოლიდარობის ნიშნად “გლოვოსა და “ვოლტის” კურიერებიც შეუერთდნენ.

კურიერების ინფორმაციით, გუშინდელი აქცია ,,ბოლტის” ოფისთან გაიმართა, რის გამოც სამსახურიდან 25-მდე ადამიანი დაითხოვეს.

,,ყველაზე მთავარი პრობლემა რაც დღეს კურიერებს აქვთ არის პარტნიორული ხელშეკრულება, რომელიც ხელს უშლის კურიერსა და დამსაქმებელს შორის შრომით ურთიერთობას და იმ სარგებლების ქონას, რაც შრომის ურთიერთობას გააჩნია, მაგალითად, ანაზღაურებადი შვებულება, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში დასაბუთება ან სხვა. გუშინ ეს ადამიანები იყვნენ „ბოლტის“ ოფისთან მისულები, აპროტესტებდნენ ტარიფების კლებას და ნაცვლად იმისა, რომ კომპანიას ამ პრობლემების მოგვარებაზე ეზრუნა, უნამუსო ნაბიჯი გადადგა და დაიწყო ამ ადამიანების გათავისუფლება სამსახურიდან. პროტესტიდან ერთ საათში 20-25 კურიერი იყო გათავისუფლებული”, – აღნიშნა აქციის მონაწილე თორნიკე ავსაჯანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g