LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კურიერის“ ჟურნალისტს ძილშიც ომის ხმები ჩაესმის: „შვილები ტირილით მეხვეწებოდნენ, ცოცხალი დაბრუნდიო…“

59
davit-cagareli

„კურიერის“ ჟურნალისტი დავით ცაგარელი მშვიდობიან უკრაინაში ჩავიდა მოვლენების გასაშუქებლად და ომის ეპიცენტრში აღმოჩნდა. ის ამბობს, რომ დღემდე ჩაესმის ომის ხმები: „ძალიან რთულია ფსიქოლოგიურად, როდესაც ომიდან ბრუნდები სახლში. დღემდე ჩამესმის სირენებისა და ბომბების ხმები. ღამე მეღვიძება და კარგა ხანი ვერ ვხვდები, სად ვარ. ცოტა ხნის წინ ქარი იყო თბილისში და მთელი ღამე სახურავიდან ხმა ისმოდა. რაღაც მომენტში აფეთქების ხმას მივამსგავსე და წამოვხტი. მეგონა, ისევ კიევში ვიყავი…“

ჟურნალისტი დასძენს, რომ მისი შვილები ძალიან ნერვიულობდნენ მამაზე:

„ჩემმა შვილებმა არ იცოდნენ, რომ ომის შუაგულში აღმოვჩნდი. როცა მეკითხებოდნენ, ახლოს ხომ არ ხარ საბრძოლო მოქმედებებთანო, სულ ვეუბნებოდი, რომ 700-800 კმ-ის დაშორებით ვიყავი და უსაფრთხო გარემოში ვმუშაობდი. დედაჩემსაც და ოჯახის სხვა წევრებსაც ვთხოვდი, ბავშვები ტელევიზორისთვის მოერიდებინათ. ბუნებრივია, მათ მაინც გამიგეს და დამირეკეს ტირილით. საშინელებაა, როცა ომის შუაგულში ხარ, გირეკავენ შვილები და ტირილით გეხვეწებიან, ცოცხალი დაბრუნდიო…“

 

პოპულალურები