LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ გოდერძიზე დაღუპული მოთხილამურის საქმეზე სამ ექიმს სანქციები დაეკისრა

84

კურორტ გოდერძიზე სრიალის დროს თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეზე სამ ექიმს სანქციები დაეკისრა. სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ორ ექიმის და შპს „ემერჯენსი სერვისის“ ერთი ექიმის საქმეზე გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან არსებულმა პროფესიული განვითარების საბჭომ მიიღო.

თემურ გაბრიაძე კურორტზე გასული წლის პირველ იანვარს დაიღუპა. თებერვალში ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროსგან შუალედური დასკვნა მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ კურორტზე არსებული „ემერჯენსი სერვისის“ ექიმს ამ პოზიციაზე მუშაობის უფლება არ ჰქონდა, რადგან აუცილებელი ერთწლიანი კურსი არ გაუვლია. პირველადი დახმარების  პუნქტში დაშავებული სამი საათით დაყოვნდა, სწორი დიაგნოზი კი, დასკვნის თანახმად, რამდენიმე საათის დაგვიანებით დაისვა.

არაადეკვატური იყო ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებებიც, დოკუმენტის მიხედვით, პაციენტს აღენიშნებოდა ჭრილობები თავის არეში, გონების დაკარგვის რამდენიმე ეპიზოდი და უნდა მომხდარიყო სისხლის შეჩერება და დაუყოვნებლივი ტრანსპორტირება სპეციალიზირებულ კლინიკაში. შუალედური დასკვნით, ოპერაციისას და პოსტსაოპერაციო პერიოდში, ექიმებმა პაციენტს ანესთეზიის მინიმალურზე ნაკლები დოზა გაუკეთეს.

ოჯახი ექიმებისადმი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასაც ითხოვს. საქმეს პროკურატურა შეისწავლის, უწყება სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დასკვნას ელოდებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g