LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ “გოდერძზე” სასტუმროს მშენებლობა გრძელდება

158

კურორტ “გოდერძზე” სასტუმრო „ალიანს რეზორტის“ მშენებლობა გრძელდება. მშენებლობის მიმდინარე პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე გაეცნო.

როგორც “ფორტუნას” აჭარის მთავრობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, ამინდის გაუარესების მიუხედავად, სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სასტუმრო „ალიანს რეზორტი”-ს საძირკვლის მოწყობა და სართულების მშენებლობა მიმდინარეობს.

„ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება. საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა ობიექტები განთავსდება.

პროექტი ჯამში 100 ადგილობრივის დასაქმებას ითვალისწინებს. ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს ოპერირებას საერთაშორისი სასტუმროების ქსელი „რამადა“ განახორციელებს. სასტუმრო 100-ნომრიანი იქნება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.

„ალიანს რიზორტი“ ექსპლუატაციაში 2018 წელს შევა.

magti 5g