მეტროსადგურ 300 არაგველზე კვამლისა და სუნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, სატრანსპორტო კომპანიაში არ ადასტურებენ.
როგორც “ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს, მეტროში მოძრაობის შეფერხება არ ყოფილა.
მათი განმარტებით, მეტროსადგურ 300 არაგველზე, კონკრეტულ მოძრავ შემადგენლობას მცირე ტექნიკური პრობლემები შეექმნა.
“ტექნიკური გაუმართაობა დაფიქსირდა და მემანქანემ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თავად მიიღო გადაწყვეტილება და მატარებლი შესამოწმებლად წაიყვანა. ვაგონები მგზავრებისგან დაიცალა, ისინი მომდევნო მატარებლით გადაადგილდნენ. აღნიშნული შემადგენლობა გაივლის შესაბამის შემოწმებას”,- გაანცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში “ფორტუნასთან”.