საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დამტკიცდა ავიაკომპანიების ფრენის განრიგი ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის.
ოქტომბრის ბოლო კვირიდან მომავალი წლის მარტის ბოლო შაბათამდე, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან კვირაში საშუალოდ 415 რეისი შესრულდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, კვირის განმავლობაში შესრულებული რეისების საშუალო რაოდენობა 317-ს შეადგენდა, შესაბამისად, რეგულარული ფრენების რაოდენობა მიმდინარე ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 31%-ით იზრდება. ავიარეისები ორი ქართული და 36 უცხოური ავიაკომპანიის მიერ შესრულდება (3 სატვირთო ავიაკომპანიის ჩათვლით).
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (TBS IATA winter season 2018-19) განხორციელდება 48 მიმართულებით, ესენია: ათენი, ალმა-ატა, ამსტერდამი, ასტანა, აქტაუ, ბარსელონა, ბაქო, ბაჰრეინი, ბოლონია, ბრიუსელი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, დიუსელდორფი, დოჰა, დუბაი, ეკატერინბურგი, ელ-ქუვეითი, ერევანი, ვარშავა, ვენა, თეირანი, თელ-ავივი, ისპაჰანი, კიევი, კრასნოდარი, ლონდონი, მინსკი, მიუნხენი, მოსკოვი, ნოვოსიბირსკი, პარიზი, პეკინი-ურუმჩი, პერმი, პრაღა, ჟუკოვსკი, რიგა, რიადი, რომი, როსტოვი, სოჭი, სანქტ-პეტერბურგი, სტამბული, ყაზანი, შარმ ელ შეიხი, შარჟა და ხარკოვი.➡ http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (KUT IATA winter season 2018-19) განხორციელდება 20 მიმართულებით, ესენია: ათენი, ბარსელონა, ბერლინი, ბუდაპეშტი, დორტმუნდი, ვარშავა, ვილნიუსი, ვენა, ვროცლავი, კატოვიცე, ლარნაკა, ლონდონი, მემინგენი, მილანი, მოსკოვი, პარიზი, პრაღა, რიგა, რომი და სალონიკი. ➡ http://www.gcaa.ge/geo/kutaisi.php
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული სამგზავრო რეისები (BUS IATA winter season 2018-19) განხორციელდება 5 მიმართულებით, ესენია: თელ-ავივი, კიევი, მინსკი, მოსკოვი და სტამბული.➡ http://www.gcaa.ge/geo/batumiout.php
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ სატვირთო რეისებს (TBS cargo, IATA winter season 2018-19) განხორციელებენ Silk Way Airlines, Cargolux და Turkish Cargo შემდეგი მიმართულებებიდან: ბაქო, ლუქსემბურგი (თბილისიდან – თურქმენბაში) და სტამბული. ➡ http://www.gcaa.ge/geo/cargofly.php