LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვერ გავალთ პირველწყაროზე – ამირან გამყრელიძე

1554
86297309-2779891508765428-1678592387439394816-o-5e5a5ff10a835

“ამ ან მომავალ კვირაში მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები, რომელთა პირველწყაროს დადგენაც ვერ მოხერხდება,”- ამის შესახებ  ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაზე, რაზეც მარინა ეზუგბაია საუბრობს, ღრმა ეპიდემოლოგიური კვლევა მიმდინარეობს:

„რაც შეეხება ქალბატონი მარინას განცხადებას მე პატარა კორექტივს შევიტანდი, რომ ჩვენ ამ შემთხვევაზე, რომელზეც ქალბატონი მარინა საუბრობს, ძალიან ღრმა ეპიდემოლოგიურ კვლევას ვაწარმოებთ დაახლოებთ 20-დან 25-მდე კონტაქტზე და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წყარო დადგინდება, ამიტომ ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე. მე მაინც იმედი მაქვს, რომ მაინც გავალთ. თუ ვერ გავედით კონტაქტზე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევები იქნება ქვეყანაში უკვე. დარწმუნებული ვარ, ამ კვირაში, მომავალ კვირაში უკვე გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვერ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანისა ან ადგილობრივი დაინფიცირებისა. მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი პაციენტის დაავადების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში პირს სასჯელის სახით შინაპატიმრობა ან 1 წლიანი თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g