LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში პირს სასჯელის სახით შინაპატიმრობა ან 1 წლიანი თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება

157
maxresdefault (2)

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში პირს სასჯელის სახით შინაპატიმრობა ან 1 წლიანი თავისუფლების აღკვეთა დაემუქრება. შესაბამისი ცვლილებები “სისხლის სამართლის კოდექსში” შევა. პროექტის ინიციატორი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტია.

სასჯელი უფრო მკაცრი იქნება იურიდიული პირების მიმართ. იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება.

კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g