საქართველოში ორ კვირაში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ვაქცინების შემოტანის შემდეგ, ქვეყანაში ინტენსიური ვაქცინაციის პროცესი დაიწყება:
“ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს.” – თქვა პრემიერმა.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
1 ივლისიდან კი ე.წ. “კომენდანტის საათი” გაუქმდება.
შემსუბუქებული კოვიდრეგულაციებისა და ძალაში დარჩენილი შეზღუდვების შესახებ, ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
შეზღუდვები, რომელიც არ მოიხსნა – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება
დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის
საქართველოში 1 ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება