LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული ცვლილები კონსტიტუციაში დაფიქსირდება

84

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული ცვლილები კონსტიტუციაში აუცილებლად დაფიქსირდება.

„პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და ისეთი უმრავლესობით მოვალთ, რომ ამ ცვლილებას აუცილებლად დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ცესკო-მ ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტს გადაუგზავნა.

საქმე ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას ეხება, რომლის მიხედვით, რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: – ”თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“

magti 5g