LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირიკაშვილის შემცვლელის კანდიდატურაზე უმრავლესობა დღეს სხდომაზე იმსჯელებს

16

მთავრობის ახალი ხელმძღვანელის დამტკიცებამდე, პრემიერმინისტრის მოვალეობას პირველი ვიცე პრემიერი შეასრულებს. პრემიერის გადადგომა ავტომატურად ნიშნავს, რომ ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია. ახალი კაბინეტის დამტკიცებისთვის კი, დაახლოებით 20 დღიანი პროცედურა არსებობს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს გაცილებით მალე მოხდეს.

იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი უმრავლესობის მიერ დასახელებულ კანდიდატურას დაეთანხმება, ის ამ კანდიდატს დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს. პოსტის ჩასაბარებლად კი, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მიიღოს.

ამის შემდეგ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას დეპუტატებს უკვე დამტკიცებული პრემიერმინისტრი წარუდგენს.

ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტი ვაკანტურია, კვირიკაშვილის შემცვლელის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია კი, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს, რომელშიც მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილიც მიიღებს. სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ “ქართული ოცნება” მთავრობის ხელმძღვანელის კანდიდატს დაასახელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილს ფინანსთა მინისტრის უკვე მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ბახტაძე შეცვლის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g