კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი:
5.05.2022
დღეს ემოციური გავლენები ძლიერდება. იქნება ადამიანების მხრიდან ემოციური მანიპულაციები, ეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ თქვენამდე მოსული ინფორმაციები და დარჩით მეტწილად ნეიტრალურები.
დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს საკუთარი ხელით მომზადებულ საკვებს. საკვების მომზადებისას უნდა ჩავუთქვათ სურვილი და ასე მივირთვათ. ოჯახის დიასახლისსაც შეუძლია, რომ მომზადებულ საკვებს ჩაუთქვას ჯანმრთელობა, ფინანსური ენერგიის გაძლიერება, წარმატება და სხვა. ჩვენი ენერგია საკვებთან ერთად აითვისებს ჩათქმულ სურვილებს.
დღევანდელი დღე ემოციურად დატვირთული იქნება კირჩხიბებისთვის და თევზებისთვის, ამიტომ უმჯობესია მოერიდონ ზედმეტ კონტაქტებს ადამიანებთან.
კუროებისთვის და თხის რქებისთვის ახალი იდეების და შთაგონების დღეა.
6.05.2022
სიახლეების, შემეცნების და ახალ იდეებზე მუშაობის დღეა.
გამოიჩინეთ მზრუნველობა და პატივისცემა საყვარელი ადამიანების მიმართ. დღეს მეტად გექნებათ ადამიანებთან შინაგანი სიახლოვის მოთხოვნილება. თამამად გამოხატეთ გრძნობები, მიიღეთ ზრუნვა და სიყვარული.
დღეს მნიშვნელოვანია ოჯახური ვახშამი. დღევანდელობაში რთულია, რომ ოჯახმა გააგრძელოს ის ერთად ჭამის ტრადიცია, რაც ასეთი მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ოჯახის ენერგია და წარმატების რესურსი გაცილებით ძლიერდება. გაცვალეთ ინფორმაციები და დაუთმეთ დრო ოჯახის საჭიროებებზე ზრუნვას.
დღევანდელი დღე დადებითია კირჩხიბებისთვის, კუროებისთვის და ტყუპებისთვის
მეტად საფრთხილოა სასწორებისთვის, მორიელებისთვის და მშვილდოსნებისთვის, მათი სიყვარულის ენერგია არ უნდა წავიდეს კონფლიქტისკენ.
7.05.2022
დღევანდელი დღის ენერგია დატვირთულია საოჯახო საქმეებით, ადგილებისა და პოზიციების გადანაწილებით. დღეს თქვენს ირგვლივ უკეთ შეგიძლიათ გაიმყაროთ პოზიციები, დაიკავოთ თქვენი კუთვნილი ადგილი და დაუმტკიცოთ გარემოს, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ.
იყავით ფრთხილად სიზმრებთან. დღეს ნანახი სიზმარი სჯობს არ მოჰყვეთ და თქვენთვის დაიტოვოთ.
ნეგატიურ ასპექტში მიდრეკილება გვაქვს, რომ ჩვენი თავის წარმოჩენა მიგვიყვანს კონფლიქტამდე და ბევრ შურის თვალს გააღვიძებს გარშემომყოფებში. ყოველთვის საჭიროა ვიყოთ დაცულები ასეთი ზემოქმედებებისგან.
დღე პოზიტიურია მშვილდოსნებისთვის, მერწყულებისთვის და სასწორებისთვის, რომ წაიწიონ წინ განვითარებისკენ.
უფრო მეტად საფრთხილოა ვერძებისთვის და კუროებისთვის, რომ არ მოიზიდონ ზედმეტი კონფლიქტები.
8.05.2022
დღევანდელი დღე თამამად გამოიყენეთ საკუთარი თავის გაჯანსაღებისა და გალამაზებისთვის. იმუშავეთ საკუთარი უარყოფითი თვისებების გარდაქმნაზე.
დღევანდელ დღეს ჩატარებული გამაჯანსაღებელი პროცედურები ერთიორად სასარგებლო იქნება თქვენი სხეულისთვის და ენერგიისთვის.
ეს დღე მნიშვნელოვანია შინაური ცხოველების ენერგიასთან სამუშაოდ. თუ თქვენი ცხოველი ამ დღეს მოიწყენს, ეს არ იქნება კარგი ნიშანი თქვენი მომავალი კვირისთვის.
დღევანდელი დღე განსაკუთრებით დადებითია ლომებისთვის, მშვილდოსნებისთვის, ვერძებისთვის.
მეტად საფრთხილო დღეა ქალწულებისთვის და კირჩხიბებისთვის.
9.05.2022
დღევანდელ დღეს ენერგეტიკული დანაკარგები გახშირდება. თქვენი მხრიდან ამაოდ გაკეთებული საქმე შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მომავალში, ამიტომ დღეს ფუჭ საქმიანობას მოერიდეთ.
ეს ის პერიოდია, როცა შეგიძლიათ წარსულის საქმიანობას მიუბრუნდეთ და განსაკუთრებულად რთული საქმის დასრულება/მოგვარება კვლავ თავიდან სცადოთ.
სიმძიმე, რომელსაც ამ დღეს გრძნობთ სხეულსა და ენერგეტიკაში, არის გამოხატულება თქვენი კარმული დაბინძურების.
დღეს უმჯობესია გადაამოწმოთ ინფორმაცია, რომ არ გახდეთ ტყუილის, გაზვიადების, არასწორი ინფორმაციის მსხვერპლი.
დღეს რთული იქნება ემოციების გამკლავება კუროებისთვის, ლომებისთვის და მერწყულებისთვის.
კუროებისთვის და ტყუპებისთვის დღე მეტად ნაყოფიერი იქნება, კარმული ვალებისგან გასათავისუფლებლად.
10.05.2022
მიღების, გაზიარების, მიტევების დღეა. თქვენში დღეს უფრო მეტად აღმოაჩენთ სათნო თვისებებს. ყველა ადამიანში არის ნათელიც და ბნელიც, ინიც და იანიც, მთავარია ვისწავლოთ საკუთარი თავი და მასთან ურთიერთობა.
დღეს გექნებათ შანსი გაიქროთ ყველა ილუზია, წარმოდგენა, რადგან თქვენთან მოვა სწორი ინფორმაცია, რომელიც ფარდას ახდის ბევრ სიმართლეს.
დღეს კარგია წინაპრების მოხსენიება. კიდევ ერთხელ გაიაზრეთ საკუთარი საგვარეულო ძალა, 7 თაობა 128 ადამიანისგან შედგება და ჩვენ ყველა მათგანის ავსა და კარგს ვატარებთ.
დღე პოზიტიურია თევზებისთვის, სასწორებისთვის, მორიელებისთვის, საკუთარ თავში დაფარული ძალების აღმოსაჩენად.
შედარებით რთული დღე იქნება თხის რქებისთვის და მერწყულებისთვის.
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
ვერძი
სიყვარულის პლანეტა ვერძის ნიშანს ეწვია, იზრდება სასიყვარულო თავგადასავლები, აქტიურდება თქვენი სიყვარულის ენერგია. ეს ყველაფერი მოქმედებს თქვენს მიმზიდველობაზე და შარმზე. ვერძებო მეტად იაქტიურეთ და თქვენი დამპყრობელი ბუნება მეტად გამოავლინეთ.
ეს კვირა აქტიური იქნება, ქალბატონები მეტად იგრძნობენ საკუთარ სილამაზესა და ძალას, ხოლო მამაკაცებთან მეტად აქტიურდებიან ქალბატონები.
კურო
კურო კვლავ ერთ-ერთი ფავორიტია ამ კვირაშიც. არ გაგიკვირდეთ თუ უცნაური და გიჟური იდეები ან თქვენთვის აქამდე უცნობი შეგრძნებები მოგდით, ამ პერიოდში ეს სრულიად ბუნებრივია.
შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი აზრებიც დაგებადოთ.
განსაკუთრებით კი თანამედროვე, უახლეს საკითხებს მიაქციეთ ყურადღება.
ტყუპები
ტყუპებო თქვენთან სიტუაცია სტაბილურდება და თქვენთვის სასიკეთოდ მიდის. ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ კონტაქტებისთვის, ახალი ურთიერთობების დამყარებისთვის.
ამ ეტაპზე ქაოსური გრძნობები თქვენზეც ვერ მოახდენს უწინდელ გავლენას და ბევრად უფრო თავდაჯერებულები იქნებით.
ნუ შეუშინდებით გამოწვევებს, გექნებათ ენერგია და ძალა წინააღმდეგობების გადასალახად და გამოიყენეთ.
კირჩხიბი
კირჩხიბი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნიშანია და ამ კვირაშიც მოჭარბებულია ემოციები. თქვენი მზრუნველობა გაეცით საყვარელ ადამიანებზე და ასე გამოხატეთ საკუთარი თავი.
თუ პარტნიორი არ გყავთ, იდეალური დროა, რომ იმოქმედოთ, გააქტიურდეთ და ის აუცილებლად გამოჩნდება.
ყურადღება მიაქციეთ წყენებს და გულისტკენებს, დროა, დაიწყოთ მათგან განთავისუფლების გზების ძიება.
ლომი
ლომებისთვის ეს კვირა მარტივი არ იქნება, რადგან ეცდებიან მათ დაჩრდილვას, ძალაუფლების შერყევას. თუ რამდენად შეძლებენ ისინი ამ ყველაფერთან გამკლავებას, ეს უკვე პიროვნულ რესურსზეა დამოკიდებული.
უფრო მეტად პოზიტიური სურათი გვაქვს, პარტნიორული ურთიერთობების მიმართულებით, თქვენი ენერგია ამ მხრივ აქტიურდება.
ქალწული
ცხოვრების ამ ეტაპზე ქალწულები ნამდვილ გამოცდებს გადიან, ამ ყველაფრის მიზანი კი საკუთარი თავის უკეთ გაცნობაა.
როგორც წესი, ისინი ყოველთვის მიილტვიან საკუთარი გარემოს მოწესრიგებისკენ, თუმცა ახლა ამაში ხელი ეშლებათ
ვურჩევ, ყური დაუგდონ საკუთარ გრძნობებს, რომელიც გარეთ გამოსვლას ცდილობს.
სასწორი
სასწორებისთვის ეს კვირა სიურპრიზებით არის დატვირთული. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსებს და მათ გადინებას.
გეძლევათ შანსი, რომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოთ. ეს არ არის ის მომენტი, როცა თქვენ უნდა იპასიუროთ ან დათმოთ მშვიდობისთვის.
ვარსკვლავები მეტად გააქტიურებისკენ მოგიწოდებენ.
მორიელი
მორიელებო მაქსიმალურად ყურადღებით იყავით საკუთარ მიღწევებთან დაკავშირებით, მოერიდეთ სარისკო გადაწყვეტილებებს და აქცენტი შენარჩუნებაზე გააკეთეთ.
ამ პერიოდში ჭარბადაა თქვენი საბრძოლო ენერგია და ეცადეთ ეს არ გადავიდეს კონფლიქტსა და დაპირისპირებაში.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ენებს, რომელიც თქვენამდე მოდის, რომ არ მოახდინოს თქვენზე ზედმეტი გავლენა.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის დიდი გამარჯვების პერიოდი ახლოვდება, განსაკუთრებით ნოემბრის მშვილდოსნებისთვის.
მოსალოდნელია ფინანსური რესურსების და შემოთავაზებების ზრდა, რომელიც წაადგება თქვენს განვითარებას და ახალ ეტაპზე გადასვლას.
მნიშვნელოვანია ზომიერების გამოჩენა, რათა არ შეიქმნათ ზედმეტი წარმოდგენები, უმჯობესია წარმოდგენების გარეშე აკეთოთ ის, რასაც აკეთებთ და შეამციროთ თქვენი მოლოდინები.
თხის რქა
თხის რქები მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, რომ თქვენი სასიცოცხლო ძალები მოწოდების სიმაღლეზე იყოს.
გაქვთ უნარი, ზემოქმედება მოახდინოთ არსებულ გარემოებებზე და მარტივად შეცვალოთ ის, რაც მოგწონთ. გამოჩნდებიან სწორი ადამიანები, ვინც ამ პროცესში დაგეხმარებიან.
მერწყული
ეს კვირა თქვენთვის დამუხტული იქნება სიახლეებით, სასიამოვნო შეხვედრებით, იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
მოგიწევთ, ამ კვირას გააკეთოთ არჩევანი, ის დროა, როცა სამყარო დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.
მიიღეთ დახმარება გარშემომყოფებისგან.
თევზები
თევზებს ეს პერიოდი ჯერ კიდევ ბევრ შესაძლებლობას უქადის, თუმცა ჩნდება ეჭვები და მატულობს დაძაბულობა.
მოგიწევთ უფრო მეტად შეეჯახოთ ხისტ რეალობას და იყავით მზად.
აქტიურდებიან ფარული მტრები, რომლებიც ყოველთვის მიგვანიშნებენ ჩვენს სუსტ წერტილებზე.