ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია „არ დაიდარდოს“ მსმენელს 22-28 მაისის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს სთავაზობს.
ანზორ ოდიშარია: გავიარეთ რთული პერიოდი და სამყაროში დადებითი ენერგიები შემოვიდა. ამ კვირის მანძილზე დადებითი, წარმატებული პერიოდი გველის. უფრო თავისუფალი ენერგიაა სამყაროში. შემდეგი ერთი კვირა ძალიან კარგია პარტნიორული ურთიერთობებისთვის, მაისში დაწყებული ურთიერთობები ყოველთვის კარგად მიდის და ვითარდება. მაისი მეტწილად ჰარმონიული, მშვიდი პერიოდია, რაც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ სრულყოფილები. თანდათანობით კიდევ უფრო გაძლიერდება ეს დადებითი ენერგია და ძალიან კარგი პერიოდი გველის წინ, ამიტომ გამოიყენეთ.