LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის განმავლობაში დოლარი გამყარდა, ნავთობი კი გაძვირდა

95

კვირის განმავლობაში დოლარმა პოზიციების გამყარება მოახერხა და ყველა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში ბოლო 4 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა.

როგორც “ფორტუნას” “ადმირალ მარკეტსიდან” აცნობეს,  აშშ-ში მშენებლობების რიცხვი გაიზარდა 4,8%-ით. უძრავი ქონების გამოცოცხლების ამ ტემპს ეკონომიკური წინსვლის ერთერთ უმთავრეს ინდიკატორად აფასებენ ექსპერტები. მათივე ვარაუდით, ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ დეკემბრის შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთების აწევის შანსი დაახლოებით 40% არის გაზრდილი.

“ამ ფონზე როგორც მოსალოდნელი იყო გაძლიერდა ამერიკული დოლარის ინდექსი, რაც დოლარის ძირითად სავალუტო წყვილებთან დამოკიდებულებას გამოხატავს და ბოლო 5 თვის მაქსიმალურ მაჩვენებელზე დაფიქსირდა,”- განაცხადეს “ადმირალ მარკეტსი”.

რაც შეეხება ნავთობის ფასს, მან კვირის ბოლოს აღმავალი ტრენდი განავითარა. ამერიკის ენერგეტიკის დეპარტამენტის ცნობით, შტატები უკვე მე-9 კვირაა ამცირებს ნავთობის მოპოვების მაჩვენებელს, რაც თავისთავად ერთგვარი სტიმულია ნავთობპროდუქტების ფასის ზრდისთვის. ჯამში ბოლო მონაცემებით ამერიკის მიერ ნავთობის მოპოვება დაახლოებით 2,3 მილიონი ბარელით არის შემცირებული.

ამერიკელი ნავთობმწარმოებელების ერთი ჯგუფი კი იმპორტზე შეზღუდვის დაწესების ინიციატივით გამოდის. მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებელი დაწესდეს შეზღუდვა ყველა იმპორტიორ ქვეყანაზე და დაუწესდეთ მათ განსაზღვრული კვოტები. მათივე განცხადებით, ამ სიაში არ შედის მექსიკა და კანადა. იმპორტზე შეზღუდვის დაწესების ინიციატორები საუდის არაბეთის სახით ხედავენ რეალურ საფრთხეს. ისინი ამბობენ, რომ ეს ქვეყანა ამერიკის ნავთობპროდიქტების ბაზარს ძირავს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g