LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის კვირის (12-18 აგვისტოს) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4566
მიხეილ ცაგარელი

დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა ზოდიაქოს ყველა ნიშანზე უარყოფითად აისახება. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა.

ვერძი  – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად შეძლებთ დახარჯული ენერგიის აღდგენას, მაგრამ მომატებული ამბიციები და ძალაუფლებისკენ სწრაფვა არ მოგცემთ მოვლენების, ადამიანების სურვილების ობიექტურად შეფასების საშუალებას, რაც ერთის მხრივ სერიოზული შეცდომების მიზეზი გახდება, მეორეს მხრივ, კონფლიქტებში გაიძულებთ ჩაბმას. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში შეგახსენონ თავი ძველმა შეცდომებმა, ან ვერ შეძლოთ დაგეგმილი პროექტების შესრულება, რაც სერიოზულად გაზარალებთ ფინანსურად.

კურო –  დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით, უგუნებობა კი, არ მოგცემთ დაგეგმილი საქმეების ბოლომდე მიყვანის საშუალებას. არ ღირს გაჯიუტება და საკუთარი სიმართლის დაჩემება, რადგან ასე მხოლოდ უსარგებლო კონფლიქტს გამოიწვევთ გარშემომყოფებთან. მართალია, ურთიერთობა დაგეძაბებათ ახლობლებთან და მეგობრებთან,  მაგრამ მაინც არ ღირს გაბრაზება და მათზე განაწყენება. ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და მეტი ოპტიმიზმით შეხედოთ მომავალს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება ავტომობილის მართვისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, უმჯობესია აიღოთ შვებულება და დაისვენოთ.

ტყუპები –  რთული და ქაოტური კვირაა, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მიხვედრა ვინ და რატომ გიქმნით პრობლემებს. უსიამოვნებებსა და გაურკვევლობას თვითრწმენის შემცირებაც დაემატება, რაც დიდი ხნით გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას, მით უფრო პესიმიზმთან ერთად ადამიანების მიმართ უნდობლობაც მოიმატებს. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან ნებისმიერი გაუაზრებელი მოქმედება გამოუსწორებელი შეცდომების მიზეზი გახდება. მართალია, ძალიან არ გიყვართ კრიტიკა, მაგრამ მაინც მოგიწევთ გარშემომყოფების ნეგატიური შეფასებების მოსმენა. ეცადეთ აარ აჰყვეთ პროვოკაციებს და მოთმინებით მოისმინოთ სხვათა აზრი.

კირჩხიბი – საკმაოდ მძიმე კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ აჰყვეთ ემოციებს, აკონტროლეთ აგრესია და ეგოიზმი, რადგან იმპულსური მოქმედება მხოლოდ თქვენს ავტორიტეტსა და რეპუტაციას აზარალებს. მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ საეჭვო ადამიანების მიმართ, რადგან სწორედ ამ კვირაში გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც მაქსიმალურად ეცდებიან თქვენი შეცდომების თქვენსავე წინააღმდეგ გამოყენებას. ნაკლებად შედეგიანი კვირაა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოძიებისთვის.

ლომი – მართალია, ზოდიაქოს სხვა ნიშნების ფონზე თქვენ შედარებით მშვიდი კვირა გელით, მაგრამ გარკვეული პრობლემების დაძლევა მაინც მოგიწევთ. არ ღირს ამბიციებს აყოლა, გარშემომყოფებისთვის საკუთარი უპირატესობის მტკიცება და საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენის შექმნა, რადგან ასე მხოლოდ სხვების დასაცინი გახდებით. მოერიდეთ კონფლიქტებს, ეცადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება შემდეგი კვირისთვის გადადოთ, რადგან ამ კვირაში არც საქმიანი პარტნიორები დაგითმობენ, არც ახლობლები გაგიწევენ ანგარიშს. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, რადგან ბევრი ეცდება თქვენს ჩაბმას ავანტიურულ გარიგებებში და საკუთარი სარგებლის სწორედ თქვენს ხარჯზე ნახვას.

ქალწული – ერთ-ერთი ურთულესი კვირაა მთელი წლის განმავლობაში. დასუსტებული იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, არაა გამორიცხული გახდეთ ავად ან თავი შეგახსენონ ქრონიკულმა დაავადებებმა. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე გარშემომყოფების მიმართ, რადგან სწორედ ამ კვირაში გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის ხელის შეშლას. მოერიდეთ კონფლიქტებს, მართალია, მოგიწევთ კრიტიკის მოსმენა, მაგრამ მაინც არ ღირს ემოციებს აყოლა და თქვენს მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან საქმის გარჩევა. თავი შეიკავეთ მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისგან, რადგან ხარჯი არ გაამართლებს და მხოლოდ ზარალს მოგიტანთ.

სასწორი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე ჯანმრთელობაც სტაბილური იქნება და ემოციური მდგომარეობაც, მაგრამ საერთო დაძაბულობისა და ნეგატიური ტენდენციების გავლენით თქვენც შეგექმნებათ გარკვეული სირთულეები. დააკვირდით მიმდინარე მოვლენებს, რადგან სწორედ მოულოდნელად შეცვლილ მოვლენებსა და პარტნიორთა გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული თქვენი მარცხიც და წარმატებაც. არ ღირს ვალდებულებებისგან თავის არიდება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ გაცემული დაპირებების შესრულება. არაა გამორიცხული სხვის სასარგებლოდ მოგიწიოთ საკუთარი გეგმების შეცვლა, რაც დაგეგმილზე მეტი სამუშაოს შესრულებას გაიძულებთ. თავი შეიკავეთ მგზავრობისა და მოგზაურობისგან, განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ავტომობილის მართვისას, რადგან მაღალია ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

მორიელი – ძალიან რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, არაა გამორიცხული ქრონიკულმა დაავადებებმაც შეგახსენონ თავი. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ფულის ხარჯვისას, რადგან მაღალია ფინანსური შეცდომების და დანაკარგის ალბათობა. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ძველი ვალების გასტუმრება ან პარტნიორებთან საკამათო ფინანსური საკითხების გარჩევა. მოერიდეთ კონფლიქტებს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან, რადგან მაინც ვერ შეძლებთ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას და ისევ თქვენ მოგიწევთ უკან დახევა.

მშვილდოსანი – მართალია, მეტად აქტიური კვირაა, რადგან უამრავ ღონისძიებაში მოგიწევთ მონაწილეობის მიღება, მაგრამ საერთო ნეგატიური ტენდენციების გათვალისწინებით თქვენც შეგექმნებათ გარკვეული პრობლემები. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია პარტნიორებთან ურთიერთობისას, არ ღირს გაჯიუტება და ზედმეტი პრინციპულობის გამოჩენა, რადგან არავინ დაგითმობთ და საბოლოოდ ისევ თქვენ იზარალებთ. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ ვალების გასტუმრება ან გაცემული დაპირებების შესრულება, არ ღირს ვალდებულებებისგან თავის არიდება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

თხის რქა – დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, არაა გამორიცხული გახდეთ ავად ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადებები. აკონტროლეთ საკუთარი ქცევა და გამონათქვამები, რადგან სწორედ თქვენი სიხისტე და თავშეუკავებლობა შეგიქმნით სერიოზულ პრობლემებს. არ ღირს საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება და იმ სფეროში საქმიანობა, სადაც ნაკლები გამოცდილება გაქვთ. მოერიდეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კამათს, რადგან არავინ დაგითმობთ და საბოლოოდ ისევ თქვენ მოგიწევთ უკან დახევა.

მერწყული – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას, მაგრამ საერთო ნეგატიური ტენდენციების გათვალისწინებით თქვენც შეგექმნებათ გარკვეული სირთულეები. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობისას, არ ღირს კამათი და ფინანსებზე დავა, მოერიდეთ დაუსაბუთებელ ბრალდებებს, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფების გაღიზიანებას გამოიწვევთ. არაა გამორიცხული მოგიწიოთ დათმობა და საკუთარ სურვილებზე უარის თქმა. არ აჰყვეთ ამბიციებს, რადგან სიამაყე და ქედმაღლობა მხოლოდ თქვენს რეპუტაციას აზარალებს.

თევზები – დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, არაა გამორიცხული გახდეთ ავად ან თავი შეგახსენონ ქრონიკულმა დაავადებებმა. არ აჰყვეთ ილუზიებს, იმოქმედეთ თანამიმდევრულად მიმდინარე მოვლებების გათვალისწინებით, რათა თავი დააღწიოთ შეცდომებს და გარშემომყოფებთან კონფლიქტებს. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა, რაც გაუთვალისწინებელი ხარჯის გაწევას გაიძულებთ.

გეომაგნიტური დღეები – 12, 13, 16 და 18 აგვისტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები