LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (1-7 აგვისტო)

81

მიხეილ ცაგარელის კვირის (1-7 აგვისტო) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. გაიგეთ რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რამდენად იღბლიანი იქნება ეს კვირა თქვენთვის.

 

ვერძი

წინა კვირისგან განსხვავებით, ეს კვირა გაცილებით უკეთესია. გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობა და შეძლებთ აქტიურ მოქმედებას, გახდებით უფრო ენერგიული და ინიციატივიანი, მოიმატებს იღბლიანობაც, თუმცა, თქვენი მოქმედება ყოველთვის  არ იქნება სასიკეთო შედეგის მომტანი. მაღალია ილუზიების ალბათობა, ამიტომ ეცადეთ არ აჰყვეთ მათ და არ მოიტყუოთ თავი ზედმეტი ფანტაზიებით. ამ კვირაში მეტად გაგიჭირდებათ საზოგადოდ მიღებული ტრადიციების და დადგენილი წესების დაცვა, შეგექმნებათ გარკვეული დისკომფორტი და მაქსიმალურად ეცდებით მოერიდოთ მსგავსი წესების თქვენზე გავრცელებას. თავს იჩენს სულსწრაფობა, ნაკლებად დაინტერესდებით სხვისი აზრით, თქვენი მოქმედება კი, ქაოტური და გარშემომყოფებისთვის გაღიზიანებელი იქნება, რასაც ისინი კრიტიკით უპასუხებენ და თქვენ არათანმიმდევრულ ან უსამართლო მოქმედებაში დაგადანაშაულებენ. გამომდინარე აქედან, ეს კვირა ნაკლებად სახარბიელოა კოლექტიური ძალისხმევისა და საქმიანობისთვის.

 

კურო

საკმაოდ რთული პერიოდია. ენერგოტონუსი დაბალია, ფსიქო-ემოციონალური მდგომარეობა კი, არასტაბილური. ადვილად დაიღლებით და არაა გამორიცხული გახდეთ ავად. მეტი ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ეცადეთ აიღოთ შვებულება და დაისვენოთ. იმ შემთხვევაში კი, თუ არ გამოგდით არდადეგების მოწყობა, გადაერთეთ ცხოვრების მშვიდ რიტმზე, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით და არ დაიწყოთ არაფერი ახალი და განსაკუთრებული, სარისკო და მნიშვნელოვანი. შესაძლოა, ამ კვირაში სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადონ თქვენმა შეხედულებებმა, განსაკუთრებით აქტუალური გახდება საკუთარი სიმართლისა და იდეალების დაცვა. იყავით ფრთხილად და გამოიჩინეთ ყურადღება, რადგან ამ კვირაში აუცილებლად გააქტიურდებიან ფარული მტერბი და კონკურენტები, გახშირდება ჭორები და ინტრიგები თქვენს წინააღმდეგ, ეს კი, აუცილებლად შეაფერხებს თქვენს შემდგომ წინსვლასა და განვითარებას.

 

ტყუპები

საკმაოდ აქტიური კვირაა. იქნებით ენერგიული და მეტად კომუნიკაბელური, თუმცა, ვერც კონტაქტები, ვერც მოგზაურობა ვერ მოიტანს პოზიტიურ შედეგს. ამ კვირაში საგრძნობლად გაძლიერდება თქვენი ეგოიზმი, ზედმეტად გაგიტაცებთ საკუთარი თავით ტკბობა, განსაკუთრებული სურვილი გექნებათ დადებითი შთაბეჭდილება დატოვოთ სხვებზე, რისთვისაც არც ძალას დაიშურებთ არც ღონეს, თუმცა, მიუხედავად ყველა მცდელობისა, გარკვეული სირთულეები მაინც შეგექმნებათ მოლაპარაკებების დროს, გართულდება კომუნიკაცია და გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა, მოიმატებს მოთხოვნები და პრეტენზიები პარტნიორების მხრიდანაც, ამიტომ იყავით ყურადღებით და გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რათა თქვენი უპასუხისმგებლობა ან არაორგანიზებულობა არ გახდეს დაძაბულობის და კონფლიქტის მიზეზი.

 

კირჩხიბი

საკმაოდ მძიმე და ქაოტური კვირაა, რადგან სამყარო გამოცდას მოგიწყობთ და თქვენს პრაქტიკულობას და ცხოვრების რეალურად აღქმის უნარს შეამოწმებს. მოვლენები ზედმეტად სწრაფად შეცვლიან ერთმანეთს, არაა გამორიცხული მოულოდნელად და რადიკალურად შეიცვალოს ძველი მოლაპარაკებების ან ხელშეკრულებების პირობებიც. გამოიჩინეთ სიფრთხილე და იყავით ყურადღებით, რაც მთავარია, მაქსიმალურად შეეცადეთ გაიაროთ ეს მეტად რთული კვირა ზედმეტი დაძაბულობის და გადატვირთვის გარეშე.

 

ლომი

ეს კვირა თქვენი სულიერი, შინაგანი ძალის და გეგმების განახლების პერიოდია. გაგიჩნდებათ სურვილი განთავისუფლდეთ შეზღუდვებისგან და იმ ვალდებულებებისგან, რაც ხელს უშლის თქვენს შემოქმედებით თავისუფლებას და თვითრეალიზაციას, არაა გამორიცხული დაგამძიმონ ოჯახურმა ან მშობლის მოვალეობებმაც. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, ეცადეთ იმოქმედოთ პრაქტიკულად და არ მოექცეთ სხვების გავლენის ქვეშ, რადგან მომავალში ეს აუცილებლად მოგიტანთ სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს და დანაკარგებს.

 

ქალწული

თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იწყება. საგრძნობლად მცირდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც, ადვილად გაღიზიანდებით და ხშირად შეგეცვლებათ გუნება-განწყობა. მოიკლებს შრომისუნარიანობა და იღბლიანობა, გაგიჭირდებათ საკუთარი თავის და მიმდინარე მოვლენების გაკონტროლება. პერიოდულად გაგიჩნდებათ ილუზიებიც, რაც საკუთარი თავის მოტყუების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდება. მოგიწევთ მეგობრების და ახლობლების წინაშე აღებული, მეტად საპასუხისმგებლო ვალდებულებების შესრულება, რაც მნიშვნელოვნად შეზღუდავს თქვენს თავისუფლებას და გაღიზიანების კიდევ ერთი მიზეზი გახდება. გამოიჩინეთ მეტი ყურადრება, რადგან არაა გამორიცხული თქვენს წინააღმდეგ გავრცელდეს ჭორები და გაგხვიონ ინტრიგებში, გააქტიურდნენ ფარული მტრები და კონკურენტები. ეცადეთ მაქსიმალურად ფრთხილად და წინდახედულად გაიაროთ ეს მეტად რთული კვირა, აიღოთ შვებულება და დაისვენეთ, შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით და არ წამოიწყოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი.

 

სასწორი

მრავალფეროვანი მოვლენებით დატვირთული კვირაა. გამართავთ შეხვედრებს და შეძლებთ მოგზაურობას, თუმცა, განსაკუთრებულ სიხარულს ვერცერთი ვერ მოგიტანთ. ზედმეტად აქტიურად ჩაერევიან თქვენს ცხოვრებაში ახლობლები და მაქსიმალურად ეცდებიან მოგაქციონ საკუთარი გავლენის ქვეშ, თქვენ კი, მათგან მორიდების, განმარტოვების და საკუთარ ფიქრებთან ერთი ერთზე დარჩენის სურვილი გაგიჩნდებათ. ნაკლებად სახარბიელო პერიოდია ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ქაოტური იქნება თქვენი აზრები და გაგიჭირდებათ ყურადღების მოკრება, არ ღირს არც ფართო საზოგადიების წინაშე გამოსვლა, გამოცდების ჩაბარება ან მოლაპარაკებების გამართვა, რადგან ყოველივე ეს, მომავალში აუცილებლად დამატებით პრობლემებს და სირთულეებს შეგიქმნით.

 

მორიელი

საკმაოდ რთული პერიოდია, განსაკუთრებით კოლექტიური საქმიანობის, შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად. გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ზედმეტად პრეტენზიულები და მომხოვნები იქნებიან გარშემომყოფები თქვენს მიმართ, არაა გამორიცხული გიბძგონ მცდარი მოქმდებისკენ და გადადგმევინონ დაუფიქრებელი ნაბიჯები, რაც ვერც დადებით შედეგს მოგიტანთ და ფულსაც ფუჭად დახარჯავთ, სამომავლოდ კი, მეტად სერუოზულ პრობლემებს შეიქმნით.

 

მშვილდოსანი

საკმაოდ აქტიური პერიოდია. მოგიწევთ ბევრი მუშაობა, თუმცა მაინც ვერ მიიღებთ იმას, რასაც ელოდით და არც თქვენს მიერ დახარჯული ენერგია აღმოჩნდება საბოლოო შედეგის ადეკვატური. გაგიჩნდებათ შეგრძნება, თითქოს გარშემომყოფები ვერ გიგებენ და არ გაფასებენ სათანადოდ. გაგიჭირდებათ საკუთარი და სხვების მოქმედების ობიექტური შეფასება, რაც თქვენი უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი გახდება. ურთიერთგაგების არარსებობა და დაძაბული ურთიერთობა გარკვეულ დისკომფორტს შეგიქმნით და სახლში, ახლობლების გარემოცვაშიც კი ვერ იგრძნობთ თავს კომფორტულად.

 

თხის რქა

ამ, მეტად სერიოზული ტრანსფორმაციის კვირაში, თქვენთვის განსაკუთრებით აქტუალური შინაგანი ძიება და სულიერი თავისუფლების მოპოვება გახდება. იქნებით ნაკლებად კომუნიკაბელური, გაგიჩნდებათ განმარტოვების სურვილი და თავს იჩენს ემოციონალური არასტაბილურობა, რაც ხელს შეგიშლით მიმდინარე მოვლენების სწორ და ობიექტურ შეფასებაში, ამიტომ არა გამორიცხული დაუშვათ სერიოზული შეცდომები.

 

მერწყული

მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ პარტნიორებთან ურთიერთობისას, ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფთა ქცევას და იმოქმედეთ პრინციპით “შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი”. ამ კვირაში იძულებული გახდებით გაითვალისწინოთ სხვათა აზრი, იყოთ კონსტრუქციული და სტაბილური ურთიერთობა შეინარჩუნოთ გარშემომყოფებთან. მოერიდეთ ცვლილებებს, არ ღირს უკვე არსებული მოლაპარაკებების ან ხელშეკრულებების პირობების, საკუთარი აზროვნების ან მოქმედების მოდელის შეცვლა, ნუ ეცდებით ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადატანას, რადგან შესაფერისი დრო ამისთვის ჯერ არ დამდგარა და შესაძლოა ამგვარი ცვლილებები მომავალში სერიოზული კონფლიქტების და დაპირისპირების მიზეზიც გახდეს.

 

თევზები

საკმაოდ რთული და დაძაბული პერიოდია, გარე ფაქტორები კი, უფრო დაამძიმებენ თქვენს საერთო მდგომარეობას. გაგიუარესდებათ ჯანმრთელობა, არასტაბილური იქნება ფინანსური მდგომარეობაც, რაც გაიძულებთ მეტად დამოკიდებული გახდეთ პარტნიორებზე. თავს იჩენენ გარკვეული შეზღუდვები, გაძლიერდება თქვენი შინაგანი შიში და ეჭვიანობა. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ფინანსებს, რადგან საკმაოდ მაღალია უყაირათო ხარჯვის ან დანაკარგების ალბათობა, არაა გამორიცხული სცადონ თქვენი მოტყუება და აღმოჩნდეთ მეტად სერიოზული მატერიალური პრობლემების წინაშე.

 

გეომაგნიტური დღები – 1, 2, 4, 7 აგვისტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები