LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვირის ჰოროსკოპი მიხეილ ცაგარელისგან (3-9 ოქტომბერი)

47

მიხეილ ცაგარელის კვირის (3-9 ოქტომბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი. გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და როგორი იქნება ეს კვირა თქვენთვის.

 

ვერძი

საკმაოდ რთული კვირაა, შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე რთულიც კი იყოს მთელი წლის განმავლობაში. გამოიჩინეთ მოთმინება და მეტი დიპლომატია, რათა კოსმიური გამოცდის და კარმული ვალების გასტუმრების პერიოდში ურთიერთობა არ გაიფუჭოთ სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. ანგარიში გაუწიეთ სხვათა სისუსტეებს და საკუთარი თავშეუკავებლობით ნუ შეიქმნით ზედმეტ პრობლემებს გარშემომყოფებთან. მაღალია ტრავმების და ავარიების ალბათობა, თვალშისაცემი იქნება თქვენი სულსწრაფობა და გაუაზრებელ რისკზე წასვლის სურვილიც, რაც აუცილებლად სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ. ამ კვირაში იძულებული გახდებით ეძებოთ კარიერული განვითარების ახალი გზები, არაა გამორიცხული დაამყაროთ მეტად ნაყოფიერი და ხანგრძლივი თანამშრომლობა კოლეგებთან, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძლებთ მათთან ურთიერთნდობის და ურთიერთგაგების მოპოვებას.

 

კურო

საკმაოდ მძიმე კვირაა. მცირდება ენერგოტონუსი, ადვილად დაიღლებით და იგრძნობთ, რომ არ გყოფნით ძალა აქტიური მუშაობისთვის. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან არაა გამორიცხული გადაღლილობის ფონზე თავი იჩინოს ემოციონალურმა არასტაბილურობამ. ამ კვირაში შესრულებული საქმეები ვერ მოგიტანთ სასურველ შედეგს, რაც იმედგაცრუების კიდევ ერთი მიზეზი გახდება. მეტი ყურადღება დაუთმეთ მიმდინარე ცვლილებებს და ეცადეთ უფრო ღრმად ჩაწვდეთ თქვენს ცხოვრებასა და ზოგადად საზოგადოებაში არსებულ ვითარებას.  მნიშვნელოვანი იქნება ახლობლების დახმარება, რადგან მხოლოდ მათი თანადგომით თუ შეძლებთ საკუთარი თავის რწმენის შენარჩუნებას. არაა გამორიცხული ახალი სასიყვარულო პარტნიორი გაიჩინოთ ან ჩაებათ მეტად საინტერესო და სასიამოვნო რომანტიკულ თავგადასავალში.

 

ტყუპები

საკმაოდ აქტიური კვირაა. მეტი მუშაობა და ინტელექტის გამოვლენა მოგიწევთ საკუთარი თავის წარმოსაჩენად, მიზნის მისაღწევად და ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ამიტომ გამოავლინეთ კომუნიკაბელურობა და იყავით მეტად კონტაქტური. არაა გამორიცხული ამ კვირაში განსაკუთრებით მოგინდეთ აღიარების მოპოვება და სხვათა სიყვარულის დამსახურება, თავს იჩენს თქვენი ეგოიზმი და სიამოვნების მიღების გადაჭარბებული სურვილიც. თუმცა, ნეგატიური კოსმიური ენერგიები გარკვეულ დისონანსს შემოიტანენ თქვენს ცხოვრებაში – მიხვდებით, რომ უფროსი ან შედარებით გამოცდილი კოლეგები ხელს გიშლიან განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში, ზღუდავენ თქვენს თავისუფლებას და არ გაძლევენ თვითგამოვლენის საშუალებას, ეს კი, აუცილებლად გახდება მათთან დაპირისპირების მიზეზი.

 

კირჩხიბი

საკმაოდ მძიმე კვირაა. მცირდება ენერგოტონუსი, ჯანმრთელობა და ემოციონალური მდგომარეობა კი, არასტაბილური იქნება. მოგიწევთ მეტი მუშაობა, რათა მინიმალურ შედეგს მაინც მიაღწიოთ. იმედს გაგიცრუებენ პარტნიორები, რადგან არ შესრულდება ადრე მიღებული ხელშეკრულებების პირობები. ყურადღება გამოიჩინეთ გარშემომყოფთა მიმართ, რადგან ბევრი ეცდება ჩაგაბათ გაურკვეველ ურთიერთობებში, ნეგატიური შედეგები კი, მხოლოდ თქვენი საზრუნავი იქნება.

 

ლომი

საკმაოდ პოზიტიური კვირაა. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, კონტაქტების დასამყარებლად და შეხვედრების გასამართად, იდეების ჩამოყალიბებისა და რეალიზაციისთვის. არაა გამორიცხული მიიღოთ ახალი და საინტერესო შეთავაზებაც. წარმატების შანსი ყველა სფეროში  მაღალია, თუმცა მოგიწევთ ინიციატივის გამოჩენა და შედარებით მეტი მუშაობა, მიმდინარე მოვლენების კარგად გაცნობა და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათი გათვალისწინებით. ნუ იმოქმედებთ ზედაპირულად, რადგან მხოლოდ სიღრმისეული ანალიზის წყალობით შეძლებთ სასურველი მიზნის მიღწევას და წარმატების მაქსიმალურად დიდი ხნით შენარჩუნებას.

 

ქალწული

საკმაოდ ნეგატიური კვირაა, ზოგადად რთული პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. მეტი მორალური და ფიზიკური ძალის დახარჯვა მოგიწევთ მიზნის მისაღწევად და ფინანსური სტაბილურობის შესანაჩუნებლად. ვერცერთი თქვენი მოქმედება ვერ მოიტანს იმ შედეგს, რასაც ელოდით, დახარჯული ენერგია კი, აბსოლუტურად ფუჭი იქნება. გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა პარტნიორებთან, ერთობლივი პროექტების განხორციელება კი, გაურკვეველი დროით გადაიდება. კარგი იქნება თუ გამოიჩენთ მოთმინებას და ყველა მნიშვნელოვანი საქმის შესრულებისგან 17 ოქტომბრამდე შეიკავებთ თავს.

 

სასწორი

ამ კვირიდან თქვენს ცხოვრებაში ახალი, ერთწლიანი განვითარების ციკლი იწყება. მოიმატებს აქტიურობა, გონებამახვილობა და კომუნიკაბელურობა, გახდებით უფრო ენერგიული და ინიციატივიანი, შეძლებთ გამოავლინოთ შემოქმედებითი ნიჭი და უნარი. იღბლიანი იქნება თქვენი მოქმედება ნებისმიერ სფეროში, შეძლებთ საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენას, მაქსიმალური შედეგის მიღწევას და მაღალი სოციალური სტატუსის მოპოვებას. ადრინდელთან შედარებით ბევრად უფრო სერიოზულად შეხედავთ ცხოვრებას და მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებით საკუთარ ვალდებულებებს. იმოქმედეთ გაბედულად, გამოავლინეთ შეუპოვრობა და დარწმუნებული იყავით, რომ აუცილებლად მიაღწევთ სასურველ შედეგს, იმ შემთხვევაში კი, თუ გამოცდილ ადამიანებს დაიხმარებთ, იდეების რეალიზაციის და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის შანსი ერთი-ორად გაიზრდება. მართალია, ამ კვირაში გარკვეული ნეგატიური მოვლენებიცაა მოსალოდნელი, მაგრამ იმდენად მაღალია თქვენი იღბლიანობა, რომ სირთულეები ნაკლებად შესამჩნევი იქნება.

 

მორიელი

საკმაოდ რთული, მთელი წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა. მცირდება ენერგოტონუსი, ნეგატიური კოსმიური ძალები კი, მეტად უარყოფითად იმოქმედებენ თქვენს ცხოვრებაზე. გაგიფუჭდებათ გუნება-განწყობა და გაგიუარესდებათ ჯანმრთელობა, შემცირდება შრომისუნარიანობა და საქმიანი აქტიურობა. გამოიჩინეთ მეტი კეთილგანწყობა, პოზიტიურად შეხედეთ სამყაროს, ეცადეთ ურთიერთობები გააუმჯობესოთ გარშემომყოფებთან და ნაწილობრივ მაინც შეამციროთ ამ კვირის ნეგატიური ზეგავლენა. არაა გამორიცხული ჩართული აღმოჩნდეთ ქველმოქმედებასა და სოციალურ აქტივობებში, მოგიწიოთ სხვათა დახმარება არა მარტო რჩევით, არამედ მატერიალურადაც. ყურადღება მიაქციეთ კონკურენტებს, რადგან ამ კვირაში ძალიან მაღალია ჭორების და ინტრიგების ალბათობა, გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა არ აღმოჩნდეთ რთულ სიტუაციაში და არ შეიქმნათ ზედმეტი პრობლემები.

 

მშვილდოსანი

საკმაოდ პოზიტიური კვირაა. აქტიურად ჩაებმებით პარტნიორულ ურთიერთობებში და მონაწილეობას მიიღებთ ერთობლივ პროექტებში, რაც თავის მხრივ აუცილებლად დაგეხმარებათ ორგანიზატორული ნიჭისა და უნარების ახლებურად გამოვლენაში. შეძლებთ საჭირო კონტაქტების დამყარებას და საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებას. თუმცა, შემცირდება ურთიერთგაგება კოლეგებთან, რაც შესაძლოა მათთან მცირე კონფლიქტის მიზეზიც კი გახდეს. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი გარშემომყოფების და საკუთარი თავის მიმართ, ეცადეთ  მშვიდად, თავშეკავებით გაიაროთ ეს კვირა და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა დადებითი შესაძლებლობა.

 

თხის რქა

საკმაოდ მძიმე კვირაა. გარკვეული სირთულეებია მოსალოდნელი კარიერული ზრდის თვალსაზრისით, პრობლემები შეგექმნებათ საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. არაა გამორიცხული მიმდინარე მოვლენებმა ნეგატიური ზეგავლენა მოახდინონ თქვენს განვითარებაზე, გეგმებსა და შესაძლებლობებზე. მიენდეთ საკუთარ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მისი დახმარებით შეძლებთ სირთულეების დაძლევას. უკეთესი იქნება თუ ამ კვირას თეორიულ მუშაობას დაუთმობთ, კარგად გაიაზრებთ საკუთარ გეგმებს და ნაკლებად გადახვალთ აქტიურ მოქმედებაზე. ეცადეთ წინასწარ გათვალოთ ყველა შესაძლებლობა და მხოლოდ მერე გადადგათ გადამწყვეტი ნაბიჯი.

 

მერწყული

საკმაოდ პოზიტიური კვირაა. სულიერი ზრდისა და ინტელექტუალური განვითარების პერიოდში მეტი ინტერესი გაგიჩნდებათ მოგზაურობის მიმართ. კარგი კვირაა ცოდნის შესაძენად და ახალი საინტერესო ინფორმაციის მისაღებად, კონფერენციებისა და ექსპედიციების მოსაწყობად, სამეცნიერო და საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად ახალ, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან. თუმცა, ამ კვირაში აუცილებლად მოგიწევთ საკუთარ თავში სტერეოტიპების და გარკვეული შეზღუდვების დაძლევა, რათა უფრო გააფართოვოთ თქვენი მსოფლმხედველობა. გამოიჩინეთ ყურადღება კონკურენტების მიმართ, არაა გამორიცხული ჩართული აღმოჩნდეთ ინტრიგებში, რაც ხელს შეუშლის თქვენს წარმატებას და მნიშვნელოვნად შეამცირებს თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში.

 

თევზები

საკმაოდ რთული კვირაა. საგრძნობლად შემცირდება ენერგოტონუსი, ადვილად დაიღლებით და იგრძნობთ, რომ არ გყოფნით ძალა საქმეების სათანადოდ შესასრულებლად და იდეების სრულყოფილად რეალიზებისთვის. ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენენ კოსმიური ძალები, არასტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. თავს იჩენენ ფინანსური პრობლემები, შესაძლოა მატერიალური დანაკარგი მეტად მძიმე აღმოჩნდეს და სასამართლოს დახმარებით მოგიწიოთ საკუთარი ინტერესების დაცვა. გამოიჩინეთ სიფრთხილე და თავშეკავება, რადგან მაღალია კონფლიქტების ალბათობა კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან.

 

გეომაგნიტური დღეები – 3, 5, 8 და 9 ოქტომბერი.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები