ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი, რომელშიც თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა, არის თანმიმდევრული და შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას.
მისი განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებული რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და ამიტომ იგი რჩება დოკუმენტად იმ რეფორმებისთვის, რომლებიც საქართველოს სჭირდება.
„ვიცით, რომ არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში. ნაადრევია იმაზე საუბარი თუ რა შეიძლება იყოს და რა იქნება ამ არჩევნების შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება მიღებული იქნა 6-თვიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები. ის ფაქტი, რომ ეს პროცესი გრძელდებოდა 6 თვე იმიტომაც იყო, რომ აღნიშნული შედეგი ამ მოლაპარაკებების არის თანმიმდევრული და შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას და ამიტომ დასჭირდა ამას ასეთი ინტენსიური პროცესი 6 თვის განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ შეთანხმებაში გათვალისწინებული რეფორმების გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აღნიშნული შეთანხმება იმითიც არის ღირებული, რომ მის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდა ყველა პოლიტიკური პარტია და ამ შეთანხმებას თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწერა ხელი და მასში გათვალისწინებულია ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას.
კვლავ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმ საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რაც საქართველოს სჭირდება“, – განაცხადა დეგნანმა.