LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: მამაკაცებს ქალური სერიალები სძულთ

84

გამოცემა FiveThirtyEight-ის ჟურნალისტებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ სერიალებს, რომლებიც ქალებისთვის არის განკუთვნილი, მამაკაცებს სძულთ.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „ქალის“ სერიალები მამაკაცების მხრიდან საკმაოდ დაბალი შეფასებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი კი „სექსი დიდ ქალაქში“ აღმოჩნდა.

საპირისპირო მაჩვენებელია „მამაკაცური“ სერიალებში, რომლებსაც ქალები საკმაოდ მაღალ რეიტინგს აძლევენ.

ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ „გენდერულად ნეიტრალური“ ყველაზე პოპულარული სერიალებია „სამეფო კარის თამაშები“, „შერლოკი“ და ა.შ. როგორც ქალებისგან, ასევე მამაკაცებისგან მას თანაბრად მაღალი რეიტინგი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები