LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: მოსახლეობის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა, სამხედრო ნეიტრალიტეტს კი 21% უჭერს მხარს

121
untitled-design-1-2021-08-12_10-35-34_003049

საქართველოში ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, ანუ 59% NATO-ში გაწევრიანების მომხრეა და მათი მთავარი მოტივაცია უსაფრთხოებაა.

რაც შეეხება, სამხედრო ნეიტალიტეტის გამოცხადებას, მისი მომხრე გამოკითხულთა 21%-ია, ხოლო რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშერკულების ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს 9% უჭერს.

 

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს 72%, 13% ეწინააღმდეგება, 8%-ისთვის სულერთია.

მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას მთავარ მოტივაციად უკეთეს ეკონომიკურ პირობებს ასახელებს.

მოსახლეობის 13%, რომელიც არ ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას. ამბობს, რომ მიზეზი ტრადიციების და დამოუკიდებლობის დაკარგვის შიშია.

 

 

კვლევის მეთოდოლოგია:

CRRC საქართველომ ჩაატარა 3,024 პირისპირ ინტერვიუ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (მეთოდოლოგია: CAPI, გამოპასუხება: 33%).

გამოკითხვა განხორციელდა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე, შესაბამისად შედეგები ასახავს საზოგადოებრივ განწყობებს უკრაინაში ომამდე.

გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

ცდომილების საშუალო ზღვარი: +-1.7% (იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით). ზოგ შემთხვევაში, პასუხების ჯამი შესაძლოა არ იყოს 100%, დამრგვალების გამო „უარი პასუხზე“ არცერთ შემთხვევაში აღემატება 1%ს, ამიტომ მოხდა „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე” დაჯამება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g