LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევა: „ტატუს მქონე ადამიანებს 21%-ით მაღალი ჰქონდათ ლიმფომის რისკი…“ – არის თუ არა ტატუ კიბოს რისკის ზრდასთან დაკავშირებული, რას ამბობენ შვედი მეცნიერები?

131
ტატუ

ზრდის თუ არა ტატუს ფაქტორი ავთვისებიანი ლიმფომას რისკს? – შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კრისტელ ნილსენმა საკითხზე კვლევა ჩაატარა.

„ჩვენმა კვლევამ მოიცვა შვედეთში მცხოვრები ყველა ის ადამიანი, ვისაც 2007-დან 2017 წლამდე ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს. ლიმფომის მქონე ადამიანების საკონტროლო ჯგუფად, ლიმფომის არ მქონე ადამიანები შეირჩნენ“, – ამბობს ნილსენი.

კვლევაში მონაწილეებს კითხვარი შეავსებინეს, რომელიც ცხოვრების სტილს მოიცავდა, ასევე კითხვას, რა ზომისა თუ ფერის იყო ან როდის გაიკეთეს პირველი ტატუ. კვლევაში ჯამში 5 591-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქედან 1 398 ლიმფომის მქონე პაციენტი იყო, ხოლო დანარჩენი საკონტროლო ჯგუფიდან.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტატუს მქონე ადამიანებს 21%-ით მაღალი ჰქონდათ ლიმფომის რისკი, ვიდრე ტატუს არმქონეებს. კვლევამ აჩვენა, რომ რისკი შედარებით მაღალი იყო ახალი ტატუსა და ძველი ტატუს (ათ წელზე დიდი ხნის წინ გაკეთებული) შემთხვევაში.

მეცნიერების თქმით, მხოლოდ ერთი კვლევიდან გამომდინარე შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა ჯერ ადრეა.

„დადასტურდა კავშირი დეპრესიასა და სხეულის ტემპერატურას შორის“ – რა დასკვნა დადეს მეცნიერებმა 20 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემების შესწავლის შედეგად

აღმოჩნდა, რომ კვლევის თანახმად დეპრესიით დაავადებულები შედარებით მაღალი ტემპერატურით გამოირჩევიან.

შვედი მეცნიერების განმარტებით, კვლევები ამ საკითხზე გრძელდება. ნაშრომი ჟურნალში eClinicalMedicine გამოქვეყნდა.

magti 5g