LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლევის მიხედვით, ქალები ძილს უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე მამაკაცები

89

მეცნიერები უძილობის კრიზისს ებრძვიან. ამერიკელმა მეცნიერებმა ძილის თემაზე სხვადასხვა ქვეყნებში  კვლევა ჩაატარეს. დადგინდა, რომ ჰოლანდიელებს უფრო დიდხანს სძინავთ, ვიდრე სინგაპურის ან იაპონიის მაცხოვრებლებს. გარდა ამისა, კვლევის მიხედვით ქალები ძილს უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე მამაკაცები. ყველაზე მეტად უძილობა საშუალო ასაკის მამაკაცებს აწუხებთ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უძილობას ხელს უწყობს გვიან დაწოლა. „ჩვენ ვიძინებთ გვიან, ჩვენი ბიოლოგიური საათი კი გვაიძულებს გავიღვიძოთ ადრე, შედეგად ძილის ხანგრძლივობა იკლებს, რაც იწვევს უძილობის კრიზისს“ – აცხადებენ მეცნიერები.

მათ ასევე დაადგინეს, რომ ახალგაზრდა ადამიანებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაძინება და გაღვიძება, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმი ცვლილებებს განიცდის. მათ, ვისაც სხვადასხვა ცვლაში უწევს მუშაობა და უძილობის პრობლემა აქვს, დიაბეტისკენ აქვთ მიდრეკილება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები