საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical-ი ახალ სტუდენტურ პროექტს – X- BOX DANCE 2016-ს იწყებს.
როგორც ”ფორტუნას” მედიცინის ცენტრიდან აცნობეს, პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ La Belle Medical-ი სტუდენტებს ცეკვის კონკურსში მონაწილეობის და 1000 ლარიანი ვაუჩერის მოგების შესაძლებლობას აძლევს.
”სტუდენტური კონკურსი X-Box Dance 2016 სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს აერთიანებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტის სტატუსის მქონე ნებისმიერ პირს, ასაკის შეუზღუდავად. კონკურსი ყოველ შაბათს 19:00 სთ-ზე გაიმართება, გამოვლინდება ყოველკვირეულ ტურში გამარჯვებული და გადაეცემა საჩუქრები. ფინალური შეხვედრა კი დაგეგმილია 28 დეკემბერს, 19:00 საათზე. ფინალურ ტურში გამარჯვებულ სტუდენტს 1000 ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა”, – აღნიშნეს საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ცენტრში.
მათივე ინფორმაციით, გამარჯვებულებს გამოავლენს არა ჟიური, არამედ თვითონ აპარატი – X- BOX, რომელიც კონკურსის მონაწილეებს კარნახობს, თუ რა მოძრაობები უნდა გააკეთონ და შემდეგ აფასებს.
როგორც La Belle Medical-ში განმარტეს, სამედიცინო ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატების უახლესი მოდელებით, გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით, ამასთან, დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით.
”კლინიკაში წარმატებით მუშაობენ ექიმი-დერმატოლოგები, რომლებიც რეგულარულად გადიან გადამზადების კურსებს ისრაელიდან და ევროპიდან მოწვეულ სპეციალისტებთან, აგრეთვე მონაწილეობენ ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ საერთაშორისო კონგრესებში და სიმპოზიუმებში”, – აღნიშნეს კომპანიაში.
მათივე ცნობით, La Belle Medical მოიცავს სპორტულ დარბაზს, სადაც წარმოდგენილია სპორტის შემდეგი სახეობები: ზუმბა, პილატესი, კრავ მაგა, აერობიკა, ტრენაჟორები. ახალგაზრდული პროექტების სპონსორობით და მხარდაჭერით კომპანია აქტიურ პროპაგანდას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.
ცნობისთვის, საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical საქართველოში 2011 წლიდანაა წარმოდგენილი და 10 ფილიალს ფლობს.