LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო აფხაზავა: „ყველა ერთად უნდა დავდგეთ და როგორმე გადავლახოთ ეს განსაცდელი – მჭირდება მოხალისეები, რომლებიც საკვების გარეშე დარჩენილ მოხუცებს ან ნებისმიერ ოჯახს, რომელსაც ეს პრობლემა შეექმნა, მიაწვდის გამზადებულ საკვებს“

149
ლადო აფხაზავა

დასავლეთ საქართველოში შექმნილ ვითარებას სოციალურ ქსელში, მასწავლებელი ლადო აფხაზავა ეხმაურება და საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„მეგობრებო, ყველამ იცით, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა გურია-აჭარა ამ ბოლო დღეებში. რთული მდგომარეობაა ჩემს პატარა მუნიციპალიტეტშიც. ყველა ერთად უნდა დავდგეთ და როგორმე გადავლახოთ ეს განსაცდელი.

„საშინელებები ხდება და სასწრაფოდ მივდივართ გურიაში, ადამიანებს დახმარება სჭირდებათ, წავიყვანთ სამ მოხალისეს“ – აკა სინჯიკაშვილი

მჭირდება მოხალისეები, რომლებიც სტიქიის დროს საკვების გარეშე დარჩენილ მოხუცებს (და ასეთი ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრია) ან ნებისმიერ ოჯახს, რომელსაც ეს პრობლემა შეექმნა, მიაწვდის გამზადებულ საკვებს ლანჩხუთსა და მის ახლომდებარე სოფლებში.

გიორგი კეკელიძე: „თოვლიანი გურია ლამაზი აღარ არის და არც თოვლია თეთრი – გაწითლდა. გურიას შველა ჭირდება. ადამიანებს – გზა. სახლებს – გადათოვლა“

მწერალი, გიორგი კეკელიძე გურიაში არსებულ ვითარებას, დიდთოვლობას სოციალურ ქსელში პოსტით ეხმაურება.

ასევე მჭირდება ინფორმაციის მოწოდება ასეთი მოხუცებისა და ოჯახების შესახებ. ველი თქვენს გამოხმაურებას“. – წერს ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში.

„ამ დროის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი… ინტენსიური თოვის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რთული ვითარებაა“ – ლანჩხუთის მერი

მეგობრებო, ყველამ იცით, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა გურია-აჭარა ამ ბოლო დღეებში. რთული მდგომარეობაა ჩემს პატარა…

Posted by Lado Apkhazava on Monday 24 February 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g