„ელიტარული კორუფციული სისტემის შემოქმედმა და სიმბოლომ მიხეილ სააკაშვილმა, 2009-2013 წლებში 20 000 000 ლარი დახარჯა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში იყო გაწერილი. ამის პარალელურად, 2009 წელს, პირადად მიხეილ სააკაშვილმა შეიმუშავა კორუფციული სქემა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან, საიდუმლო ხარჯებიდან დაიწყო თანხების გადახდა მისი პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლადო ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
ბოჟაძის სიტყვებით, „მიხეილ სააკაშვილმა 2009-2013 წლებში ღია და ფარული ხარჯებით, ჯამში 30 000 000 ლარზე მეტი გაფლანგა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა“.
„ელიტარული კორუფციული სისტემის შემოქმედმა და სიმბოლომ მიხეილ სააკაშვილმა, 2009-2013 წლებში 20 000 000 ლარი დახარჯა წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, ეს თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში იყო გაწერილი. ამის პარალელურად, 2009 წელს, პირადად მიხეილ სააკაშვილმა შეიმუშავა კორუფციული სქემა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან, საიდუმლო ხარჯებიდან დაიწყო თანხების გადახდა მისი პირადი კომფორტისთვის და ფუფუნებისთვის.
2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის სურვილების ასასრულებლად, დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი. 2009-2013 წლებში ღია და ფარული ხარჯებით, ჯამში 30 000 000 ლარზე მეტი გაფლანგა და პირადი მიზნებისთვის გამოიყენა კორუმპირებულმა სააკაშვილმა, აი ასეთი ბელადი და ლიდერი ჰყავს რადიკალურ ოპოზიციას, აი ასეთი დამნაშავის გათავისუფლებას ითხოვს წლებია დიფსტეიტი“, – წერს ლადო ბოჟაძე.