LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო ბოჟაძე: „არავის ვურჩევ გაბედოს და რაიმე მოიმოქმედოს ჩვენი შვილების, შვილიშვილების და იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც დღეს შევიკრიბებით“

493
ლადო ბოჟაძე

„რა არის აქ არამშვიდობიანად ჩასატარებელი? ინთება ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ვიწყებთ საახალწლო ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, თუ ვინმეს ექნება სურვილი, მათ შორის ოპოზიციასაც, მოვიდეს, დაესწროს, ოჯახის წევრებთან ერთად, ერთად უნდა ავანთოთ ეს ნაძვის ხე, იმიტომ რომ ნაძვის ხე ჩვენია, საერთო, ახალი წელიც, ეს ქალაქიც და ეს ქვეყანაც“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა, ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში შეკითხვას, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ხელისუფლება რომ დღეს, რუსთაველის გამზირზე პროცესებმა მშვიდობიანად ჩაიაროს.

„უაზრო პროვოკაციას გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა 19:00 საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება – თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება!“ – სალომე ზურაბიშვილი

„თავად ოპოზიციას ამ საათზე [19:00] არაფერი აქვს დაგეგმილი და რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვრიცხავთ ყოველგვარ პროვოკაციებს და არავის ვურჩევ გაბედოს და რაიმე მოიმოქმედოს ჩვენი შვილების, შვილიშვილების და იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც დღეს შევიკრიბებით იმისათვის, რომ ავანთოთ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და ერთად შევხდეთ დამდეგ ახალ წელს.

რაც შეეხება აქციებს, თუ ოპოზიცია ჩათვლის საჭიროდ რომ ხვალ, ზეგ, აქციები გაგრძელდეს, ეს მათი გადასაწყვეტია, მთავარია ყველა დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ ეთერში.

პრემიერი: „არჩევნებმა ჩაიარა 500-კაციანი პროტესტის ფონზე, აქციის მონაწილეები ფეხით შედგნენ საფეხბურთო ნაკრების მაისურს, რომელზეც არის ეროვნული სიმბოლოები გამოსახული, ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ უსამშობლობა არის მათი ხელწერა“

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას მთამსვლელები, მოთხილამურეები, სპორტსმენები, მათ შორის ჩოგბურთელები შეუერთდნენ. მათ ხელში უჭირავთ ბანერი წარწერით „მთა თავისუფლებისთვის – დავდგეთ ერთად ჩვენი მომავლის დასაცავად“. მომიტინგეებს ანთებული აქვთ ფარნები, ასევე ხელში უჭირავთ საქართველოს დროშები.

პარლამენტთან აქცია დილიდან მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პარლამენტში შექმნილი საარჩევნო კომისიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევა გააპროტესტეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g