LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო ბოჟაძე: „ნარკომომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიმართ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ იგეგმება“

150
ლადო ბოჟაძე

დღეს, პარლამენტში სესიაზე პირველი მოსმენით გავა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.

დავით მათიკაშვილი: „სახელმწიფო ნარკოტიკების გამყიდველების მიმართ დაუნდობელი იქნება – ის ადამიანები, რომლებიც ზომების გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან, უკეთესი მომავლის წინააღმდეგი არიან!“

აღნიშნულ კანონპროექტს ეხმაურება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე და აცხადებს, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ იგეგმება.

„სისხლის სამართლის კოდექსში განსაკუთრებით მკაცრდება ნარკოდამოკიდებულთან და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა. ასევე, შემცირდება დიდი ოდენობა და ზუსტდება რაოდენობები. ნარკომომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიმართ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ იგეგმება, პირიქით, სახელმწიფო ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს მომხმარებელს მაქსიმალურად, რომ დაანებოს თავი ნარკოტიკების მოხმარებას,” – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ანა დოლიძე ნარკოპოლიტიკაზე: საქართველოში მსოფლიო დონის სარეაბილიტაციო ცენტრი უნდა გაგვეხსნა, ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, უბრალოდ ამას სჭირდება შესაბამისი ინვესტიცია

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის – მათ შორის არის „სისხლის სამართლის კოდექსი“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, სისხლის სამართლის კანონმდებლობას რამდენიმე ახალი მუხლი ემატება.

„ვისაც ახლა გიხარიათ და თვლით რომ აქამდე სად იყვნენ… თუ თვლით, რომ ეს თქვენ არ გეხებათ და თქვენი შვილი ამას ვერ გაბედავს შიშით, გეტყვით — როცა დაიჭერენ და 7-8 წლით ციხეში გამოკეტავენ, მაშინ ნამდვილად არ მოგეწონებათ“ – ზურა სიხარულიძე ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე

არჩილ გორდულაძე: „მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები ნარკოდამოკიდებულ პირთა მკურნალობის ფორმების, მათ შორის იძულებით მკურნალობასთან დაკავშირებით“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g